გორის საკრებულოს თავმჯდომარედ მესამე ვადით დავით რაზმაძე აირჩიეს. კენჭისყრას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მას 24- მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
გორის ახალი საკრებულოს პირველი სხდომა გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძისთვის პატივის მიგებით დაიწყო. ოპოზიცია ფუტკარაძის ფოტოებით მივიდა.