ქუთაისის მერიამ, მიმდინარე წელს, 17 ობიექტი უკვე გაყიდა, აქედან მხოლოდ ერთია შენობა-ნაგებობა, დანარჩენი კი მიწის ნაკვეთია. საშუალო მაჩვენებლით, თვეში დაახლოებით, ოთხი ობიექტის პრივატიზება მოხდა. ამის შესახებ "ნიუპრესი" წერს.
გამოცემის ცნობით, მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აპრილის მონაცემებით, ბიუჯეტში 589, 791 ლარი შევიდა, რაც გეგმის 23, 5%-ია. შენობა-ნაგებობის ღირებულება ჯამური 357 549 ლარია, მიწის ნაკვეთთა ღირებულება კი 229 242 ლარი.
ქუთაისის...
ზუგდიდელი მოსწავლეების ინიციატივაა, რომ ქალაქს კინოთეატრი ჰქონდეს. ამ მიზნით, მოსწავლეებმა ბაზრის კვლევა დაიწყეს. სჭირდება თუ არა მოსახლეობას, სხვადასხვა ასაკის, ინტერესების ადამიანებს გართობა-განტვირთვის ეს შესაძლებლობა, რომელ ჟანრს ანიჭებენ უპირატესობას, რამდენს გადაიხდიდნენ ფილმის სანახავად, რომელ ენაზე ისურვებდნენ გახმოვანებას, თვეში რამდენჯერ მივლენ კინოთეატრში - ეს იმ შეკითვების ნაწილია, რომლითაც ახალგაზრდები კვლევას აკეთებენ. საკვლევი კითხვარი არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ბაზაზე ახლადდაფუძნებულმა ახალგაზრდა მეწარმეთა კლუბმა...
წინა სტატია
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რაიონული სასამართლოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობამ გათავისუფლებული თანამშრომლები ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი სამსახურში უნდა დააბრუნოს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი, სააპელაციო სასამართლოში მარტში გაასაჩივრა, თუმცა წარმოებაში მიღების თაობაზე პასუხი ახლა მიიღო. როდის ჩაინიშნება პირველი სხდომა, მხარეებისთვის ჯერ უცნობია.
თებერვლის შუა რიცხვებში ახალციხის სასამართომ მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებზე განაჩენი გამოიტანა. მოსამართლემ...
სტატია მოამზადა "კახეთის ხმამ".
საზღვრისპირა და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების 21-ე თავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტია.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია რეგიონული განვითარების პოლიტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაზე, რეგიონული პოლიტიკის მეთოდების ფორმულირებასა და იმპლემენტაციის საკითხებზე. საზღვრისპირა რეგიონების თანამშრომლობა გულისხმობს ორმხრივ ან სამმხრივ სამეზობლო ურთიერთობებს საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრების ორივე მხარეს არსებულ ადგილობრივ სოციუმებსა და ხელისუფლებას შორის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მიმდინარე წლის რიგით მეორე გასვლითი სხდომა გამართა. მცხეთაში გამართულ ღონისძიებას, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები - საკრებულოს თავმჯდომარეები და მერები დაესწრნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატმა კახა კუჭავამ, მისი და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, - თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად,...
ისნის რაიონში კაიშაურისა და შილდის ქუჩებზე საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემა. ამჟამად კი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, ასევე, შეიცვალა ბორდიურები. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ისნის რაიონში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ქუჩებზე სპეციალური ადგილებია გამოყოფილი ხეების დასარგავად. მსგავსი ტიპის სამუშაოები კი, მთელი ქალაქის მასშტაბით ხორციელდება.
თბილისის მერიის ცნობით, კაიშაურის ქუჩაზე...
წინა სტატია
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ფარგლებში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ბოლნისის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია RMG-ის საქმიანობის შედეგად, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს შეისწავლის. 15-კაციანი ჯგუფი მუშაობას შემდეგი კვირიდან დაიწყებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
“28 მარტს, კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსული იყო მინისტრი და RMG-ის საქმიანობასთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა, ვთქვი, რომ შევქმნიდით სამუშაო ჯგუფს, რომელიც კომიტეტის ფარგლებში ამ საკითხის შესწავლაზე იმუშავებდა. არსებობს ძალიან...
რუსთავში თოდრიას ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელები იხაზება. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
სამუშაოებს "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები აწარმოებენ.
"თოდრიას ქუჩაზე დაგეგმილია რამდენიმე ქვეითთა გადასასვლელის დახაზვა, მას შემდეგ რაც დასრულდდება პროცესი, ტერიტორიაზე შესაბამისი საგზაო ნიშნები დამონტაჟდება " -განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ
ქუჩიშვილისა და თოდრიას ქუჩების კვეთაზე კი, უსაფრთხოების საგზაო ნიშანი "ციმციმა" დამონტაჟდება, რომელიც მძღოლს სიჩქარის შეზღუდვისკენ მოუწოდებს და მიანიშნებს, რომ უახლოვდება ფეხით გადამსვლელთა ადგილს.
მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ქალაქ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის ნეგატიურ მხარეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქ მცხეთის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს ფაქტი სერიოზულ პრობლემად იქცა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს, სხვა შემთხვევაში დღეს უკვე მოსახლეობის უკმაყოფილება პიკს აღწევს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„ქალაქი მცხეთა იუნესკოს მიერ დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული და შესაბამისი წესები მოქმედებს. ბუნებრივია, ჩვენთვის ღირებული...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი სოფლის - წყავროკას, მუხაესტატეს, ზენითისა და ცეცხლაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, აღნიშნულ სოფლებში ნაგავსაყრელის მშენებლობა იგეგმება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარია გამოყოფილი. მათი თქმით, კომპანიამ გასული წლის დეკემბერში მოსახლეობას მინიმალური კომპენსაცია გადასცა და სამომავლოდ დაჰპირდა, რომ თანხას გაუზრდიდნენ.
აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციაზე "ერთიანი...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გუბში, პატარა გუბსა და შუა გუბში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ინტერპრენიუსი ავრცელებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ სოფლებში, კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზმა" 25,5 კმ სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენი ააშენა, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცა.
“ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას საქართველოს მასშტაბით სოფლების გაზიფიცირებისათვის. მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანია, რომ...
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსის განცხადებით, ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში C ჰეპატიტით დაავადებულთა 90%-ის გამოვლენა და ამ პაციენტების 95%-ის განკურნება იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ეკა ადამიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის სამკურნალო ობიექტების გახსნა.
"ამ მიმართულებით ბევრი გეგმა ბევრი გვაქვს, მათ შორის მთავარი კი მკურნალობის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობა და გეოგრაფიული არეალის გაზრდააა. სამომავლოდ, ყველა მუნიციპალიტეტში C ჰეპატიტის...
გორში დაზიანებულ მინისტადიონებს რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებს ა(ა)იპ „გორის საფეხბურთო კლუბი“ ახორციელებს, რომელიც მინისტადიონების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.
"რამდენიმე სტადიონზე საფეხბურთო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები უკვე ვარჯიშებენ. გარდა ამისა, აღნიშნულ მოედნებზე იგეგმება საფეხბურთო ტურნირების გამართვაც", - განაცხადა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა, გია ისიანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გორში 10 სპორტული მოედანი დამხმარე ნაგებობებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 2017 წელს მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 300...
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგოთაში ჩანჩქერთან მისასვლელი გზა მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გზის გაყვანის შემდგომ კეთილმოაწყობენ ბილიკებს და დეკორატიულ განათებებს დაამონტაჟებენ. ჩანჩქერის პოპულარიზაციისთვის კი, გარკვეული სახის ღონისძიებებს დაგეგმავენ, რომელიც მას ტურიტულ ზონად აქცევს.
ჩანჩქერს ადგილობრივებმა ,,გოდერძი" შეარქვეს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გარდა იმისა, რომ ჩანჩქერი ბუნების ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ის უნიკალური თვისებებითაც გამოირჩევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩანჩქერის უკანა ფასადზე არსებული გამოქვაბულის ოთახში ათამდე ადამიანის მოსასვენებელი ადგილია.
26 აპრილს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები გამართა.
მისი რეგიონში ჩასვლის მიზანი, დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.
შეხვედრებისას აქცენტები გაკეთდა აბრებსა და სარეკლამო ბანერებზე, ასევე ქართულენოვანი წარწერების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ერთობლივად გასატარებელ სამუშაოებზე.
დეპარტამენტის წარმომადგენლებს პირველი შეხვედრა ახალციხეში, სამხარეო ადმინისტრაციასთან ჰქონდათ, რის შემდეგაც, ისინი სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
პროექტ "დანერგე მომავლის" ფარგლებში, მარტვილში, ბენეფიციარმა 4ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წლის დეკემბერში ჩაერთო.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 108 169 ლარია, საიდანაც სააგენტოს დაფინანსებამ ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 60 000 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „დანერგე მომავალი“. პროგრამა ითვალისწინებს მრავალწლიანი ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობის მოწყობის დაფინანსებას;
მარტვილის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































