პროექტ “დანერგე მომავლის” ფარგლებში, მარტვილში, ბენეფიციარმა 4ჰა მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ბაღი გააშენა. ბენეფიციარი პროგრამაში 2017 წლის დეკემბერში ჩაერთო.
პროექტის ჯამური ინვესტიცია 108 169 ლარია, საიდანაც სააგენტოს დაფინანსებამ ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 60 000 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროგრამას „დანერგე მომავალი“. პროგრამა ითვალისწინებს მრავალწლიანი ბაღების გაშენებასა და სანერგე მეურნეობის მოწყობის დაფინანსებას;
მარტვილის მუნიციპალიტეტში „დანერგე მომავლის“ პროექტის მრავალწლიანი ბაღის კომპონენტის ფარგლებში სულ 6 განაცხადია დამტკიცებული. უწყების ცნობით, გასაშენებელი ბაღის ფართობი შეადგენს 20 ჰა-ს, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების სახით დამტკიცებულია 84 387 ლარი.