ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგოთაში ჩანჩქერთან მისასვლელი გზა მოეწყობა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გზის გაყვანის შემდგომ კეთილმოაწყობენ ბილიკებს და დეკორატიულ განათებებს დაამონტაჟებენ. ჩანჩქერის პოპულარიზაციისთვის კი, გარკვეული სახის ღონისძიებებს დაგეგმავენ, რომელიც მას ტურიტულ ზონად აქცევს.
ჩანჩქერს ადგილობრივებმა ,,გოდერძი” შეარქვეს.
მუნიციპალიტეტის ცნობით, გარდა იმისა, რომ ჩანჩქერი ბუნების ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს, ის უნიკალური თვისებებითაც გამოირჩევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩანჩქერის უკანა ფასადზე არსებული გამოქვაბულის ოთახში ათამდე ადამიანის მოსასვენებელი ადგილია.