გორში დაზიანებულ მინისტადიონებს რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სამუშაოებს ა(ა)იპ „გორის საფეხბურთო კლუბი“ ახორციელებს, რომელიც მინისტადიონების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.
“რამდენიმე სტადიონზე საფეხბურთო სკოლის სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები უკვე ვარჯიშებენ. გარდა ამისა, აღნიშნულ მოედნებზე იგეგმება საფეხბურთო ტურნირების გამართვაც”, – განაცხადა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა, გია ისიანმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ გორში 10 სპორტული მოედანი დამხმარე ნაგებობებთან ერთად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 2017 წელს მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 300 000 ლარი შეადგინა.
პროექტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის (მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით) თანაფინანსირებით განხორციელდა. ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსების წილმა 290 ათასი ლარი შეადგინა.