14 დეკემბერს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით მოამზადა და მასში შესულია ტელე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე დაკვირვების შედეგები. ის 2021 წლის ივლისიდან პერიოდს მოიცავს და არჩევნების შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდება. მისი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად თანაბარ პირობებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდებოდა საარჩევნო პერიოდის გაშუქება.
2021...
სოფელ ჭარნალის მოსახლეობა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დაწყებული სკვერის მშენებლობა არჩევნების დასრულების შემდეგ შეჩერდა. გადათხრილი ტერიტორია კი მათ პრობლემებს უქმნით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ხელვაჩაურში ადგილობრივებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიშა ბოლქვაძე შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ სკვერის მოწყობისთვის 140 ათასი ლარია გამოყოფილი, მერია კი სამუშაოებს ვერ ასრულებს, რაზეც პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის მერს აკისრებს.
უწყებაში კი განგვიმარტეს, რომ პროექტი პრემიერის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებზე კი...
სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯში სახელმწიფო პირობიანი აუქციონით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებსა და მათზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს 1 752 500 ლარად ყიდის. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
მენჯში სახელმწიფო ქონება პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყიდება. აუქციონი დღეს, 14 დეკემბერს გამოცხადდა და 28 დეკემბერს დასრულდება.
პირობიანი აუქციონის მიხედვით, ინვესტორმა პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვეში, უძრავ...
ახალი მშენებლობები გამწვანების გარეშე აღარ დამტკიცდება. რეგულაცია თბილისში უკვე მოქმედებს, შესაბამისად, კომპანიებს სანებართვო დოკუმენტაციასთან ერთად დამტკიცებული გამწვანების პროექტის წარდგენაც უწევთ. აღნიშნული რეგულაცია მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს რეგიონებზეც, გავრცელდება. პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებულია, რომლის ავტორებიც უმრავლესობის წევრები არიან. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სამშენებლო ნებართვის განაცხადს თან უნდა ახლდეს შეთანხმებული გამწვანების პროექტი, მისი ფართობი, მწვანე...
ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და მოაგვარებდა ქვეყანაში არსებულ ღრმა დაყოფას, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პრეზიდენტმა, წინ წამოწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია საქართველოში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მან...
ქუთაისის მერიის განცხადებით, ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.
მათივე ცნობით, გახსნის ცერემონიას ეწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, EU4Culture გუნდის ხელმძღვანელი ანატოლი ბაიფერტი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.
ამასთან, ღონისძიებაზე გაიმართა დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების შესაძლებლობების პრეზენტაცია, რომელიც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ წარმოადგინა.
სტრატეგიის შემუშავების პროცესის გზამკვლევის შესახებ ისაუბრა თანა-აპლიკანტი კომპანიის Creative Solution-ის ხელმძღვანელმა,...
დეველოპერებისთვის, რომლებიც დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებას უზრუნველყოფენ, საგადასახადო შეღავათი ამოქმედდება. შეღავათი იმ მშენებლობებს ეხება, როცა მშენებელს დაუსრულებელი ნაგებობის დემონტაჟი და იმავე ადგილას ახალი შენობის აშენება უწევს.
ამ მიმართულებით “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
მოქმედი “საგადასახადო კოდექსი“ განსაზღვრავს გარკვეულ პირობებს შეღავათებისათვის იმ მშენებლობებზე, რომლებზეც მშენებლობის ნებართვის გაცემის კუთხით გარკვეული ტიპის ადმინისტრაციული წარმოებები დაწყებული იყო 2008 წლის 8 აგვისტომდე და ეს...
ქობულეთის ახალმა მერმა, ლევან ზოიძემ დღეს, 15 დეკემბერს მოადგილეები ოფიციალურად წარადგინა.
ვიცე-მერის პოზიციაზე დავით ვერულიძე იმუშავებს, რომელიც ქობულეთის ყოფილი მერის, მირიან ქათამაძის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
დავით ვერულიძე ახალი მოწვევის ქობულეთის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იყო. მას დეპუტატის მანდატი ოფიციალურად ბიუროს სხდომაზე შეუჩერდა, ვერულიძის ნაცვლად კი საკრებულოში სიის მომდევნო ნომერი ზაზა თხილაიშვილი შევიდა.
დავით ვერულიძე 2014-2015 წლებში კი ქობულეთის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვენსტიციო განვითარების სამსახურის საინვესტიციო განვითარების სამსახურის...
პარლამენტი 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს.
ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.
ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, წინა ვერსიასთან შედარებით, გაზრდილია 336,2 მლნ ლარით და...
ბათუმის მერიაში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა. საკრებულოს დეპუტატები ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' დღეს მერიაში მივიდნენ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატები შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის შეჩერებას აპროტესტებენ. რეზო ხარაზის თქმით, არჩილ ჩიქოვანმა კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც სამუშაოები შეჩრდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მერთან სამუშაო შეხვედრაზე მისულს გაძლიერებული დაცვა და ე.წ. ბარიკადები დაახვედრეს
''სამსახურში მოვედი საკრებულოს წევრები და მოვიტანეთ კონკრეტული კორუფციული...
კოვიდპანდემიის მიუხედავად, ხარაგაულში კულტურის სფეროს დაწესებულებების ჩართულობით, საახალწლოდ სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩატარდეს. დაგეგმილია:
ისტორიული მუზეუმის პროექტი „ჩვენი პატარა ხელებით“ – საახალწლო აქსესუარების დამზადება – 15 დეკემბერი, 14:00 სთ;
საბავშვო ბიბლიოთეკაში „ზამთრის ზღაპარს” ბავშვებისთვის წაიკითხავს რეჟისორი...
2022-2025 წლების განმავლობაში საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლები გაფართოვდება. პარლამენტი ამ მიმართულებით, დაჩქარებული წესით, “მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს.
პროექტის ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.
მინისტრის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილის ინფორმაციით, საქართველოში მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან ორი მიმართულებით მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან იხსნება საშეღავათო...
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გიდებსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ლექციები უტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართული ხალხური სიმღერები, მუსიკალური საკრავები, ეთნოგრაფია, ქართული ჩაი, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ასევე ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება, ქართული ცეკვები და ეროვნული სამოსი, ბათუმის ოკუპაციების ისტორია - იმ თემებს შორისაა, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ლექციები მიმდინარეობს. მოკლე სალექციო...
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები 10% -ით იზრდება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხა ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებებში დასახელებული ზღვარი ამ დროისთვის თანამდებობის პირების სარგოების გამოთვლის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ცვლილებების შემდეგ რადიო „მოზაიკა“ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკურ თანამდებობის პირთა რაოდენობით და მათი ხელფასებით დაინტერესდა.
2021 წლის მოწვევის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წელს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სალიცენზიო პირობების შესრულების 143 გეგმური და 54 არაგეგმური შემოწმება განახორციელეს.
წიაღის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სამი ლიცენზია გააუქმა. გაუქმების საფუძველი რეგულირების საფასურის გადაუხდელობა, სტატისტიკური დაკვირვების ფორმებისა და ათვისების გეგმის წარმოუდგენლობა გახლდათ.
„ამასთან, სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის მიერ,...
წინა სტატია
ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილება 19 აპრილის შეთანხმების კიდევ ერთი დარღვევაა, - ამის შესახებ განცხადებას „სამართლიანი არჩევნები“ ავრცელებს.
„სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, რომ პროცესის დაჩქარებასა და გამარტივებაზე ორიენტირების ნაცვლად, გამოავლინოს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება.
ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია უნდა ჩაერთოს ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის პროცესში, წამოაყენოს და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































