ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალის მოსახლეობა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დაწყებული სკვერის მშენებლობა არჩევნების დასრულების შემდეგ შეჩერდა

377

სოფელ ჭარნალის მოსახლეობა ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ დაწყებული სკვერის მშენებლობა არჩევნების დასრულების შემდეგ შეჩერდა. გადათხრილი ტერიტორია კი მათ პრობლემებს უქმნით. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ხელვაჩაურში ადგილობრივებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მიშა ბოლქვაძე შეხვდა, რომელიც ამბობს, რომ სკვერის მოწყობისთვის 140 ათასი ლარია გამოყოფილი, მერია კი სამუშაოებს ვერ ასრულებს, რაზეც პასუხისმგებლობას მუნიციპალიტეტის მერს აკისრებს.

უწყებაში კი განგვიმარტეს, რომ პროექტი პრემიერის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოებზე კი ინფრასტრუქტურის სამინისტროა პასუხისმგებელი. პროექტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისთვის მილიონი ლარია გათვალისწინებული.