რა იგეგმება საახალწლოდ ხარაგაულში

479

კოვიდპანდემიის მიუხედავად, ხარაგაულში კულტურის სფეროს დაწესებულებების ჩართულობით, საახალწლოდ სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურიდან მოპოვებული ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებები 15 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით უნდა ჩატარდეს. დაგეგმილია:

  • ისტორიული მუზეუმის პროექტი „ჩვენი პატარა ხელებით“ – საახალწლო აქსესუარების დამზადება – 15 დეკემბერი, 14:00 სთ;
  • საბავშვო ბიბლიოთეკაში „ზამთრის ზღაპარს” ბავშვებისთვის წაიკითხავს რეჟისორი ირინე ჩხეიძე – 20 დეკემბერი, 14:00 სთ;
  • სამუსიკო სკოლის საახალწლო კონცერტი – 21 დეკემბერი, 15:00 სთ;
  • კინოთეატრის ფოიეში საახალწლო ნამუშევრების გამოფენა – 22-24 დეკემბერი, 12:00 სთ;
  • კინოთეატრში თოჯინების თეატრის სპექტაკლის „თაგუნების საახალწლო თავგადასავალი“ პრემიერა და ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული შოუ – 23 დეკემბერი, 13:00 სთ;
  • სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების აღსაზრდელებისათვის საახალწლო საჩუქრების დარიგება – 27-28 დეკემბერი;
  • სპორტსკოლაში საოჯახო ოლიმპიადა „მხიარული სტარტები“ საახალწლო ფორმატი – 24 დეკემბერი, 12:00 სთ;
  • ადმონისტრაციული შენობის წინ საახალწლო ნაძვის ხის საზეიმო განათება – 25 დეკემბერი, 19:00 სთ;
  • სპორტსკოლაში საახალწლო ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ – 27 დეკემბერი, 13:00 სთ;
  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საახალწლო ღონისძიება – 27-28 დეკემბერი, 13:00 სთ;
  • კინოთეატრში საახალწლო კინოფილმის ჩვენება ბავშვებისათვის – 24 დეკემბერი, 14:00 სთ;
  • ისტორიულ მუზეუმში საახალწლო ვიდეორგოლის პრეზენტაცია – 29 დეკემბერი, 14:00 სთ.

ხარაგაულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის, ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების განრიგი, შესაძლოა, შეიცვალოს.