აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს

397

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გიდებსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ლექციები უტარდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართული ხალხური სიმღერები, მუსიკალური საკრავები, ეთნოგრაფია, ქართული ჩაი, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ასევე ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება, ქართული ცეკვები და ეროვნული სამოსი, ბათუმის ოკუპაციების ისტორია – იმ თემებს შორისაა, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ლექციები მიმდინარეობს. მოკლე სალექციო კურსის მიზანი რეგიონში მოქმედი გიდების ცოდნისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაა.

ამასთან, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სექტორის 700-ზე მეტ პირს ჩაუტარა ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები. სერვისის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, ბარმენები, გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.