ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და მოაგვარებდა ქვეყანაში არსებულ ღრმა დაყოფას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პრეზიდენტმა, წინ წამოწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და აშშ მხარს უჭერს მსგავს ინიციატივებს.
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია საქართველოში, პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას. მან მოუწოდა ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ და ასევე დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გაჯანსაღების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას და ქვეყანაში არსებული ღრმა დაყოფის მოგვარებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ პრეზიდენტმა, წინ წამოწია თავის როლი, როგორც ქვეყნის გამაერთიანებელმა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ასეთ ინიციატივებს.
ამასთან, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ იმისთვის, რომ შეამცირონ პოლარიზაცია და ხელი შეუწყონ ნამდვილად ინკლუზიურ მმართველობას“, – აღნიშნა ელჩმა.