ქედის  მერიის შპს "კომუნალური სერვისის" დირექტორი დაკავებულია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ინფორმაციას დაკავების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც ადასტურებენ. თუმცა დაკავების მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ. უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ხვალ გაავრცელებენ. ფაქტს ადასტურებენ ქედის მერიაში, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და სამსახურის ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არასდროს ჰქონიათ.
ზუგდიდში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ქალაქში არსებულ პარკირების სისტემასა და ბიუჯეტის მიმართ დავალიანებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. შეხვედრაზე ნაციონალურმა მოძრაობამ გამოსავლის მათი ვერსია გააჟღერა - კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა, აუქციონის თავიდან გამოცხადება, რომელშიც მონაწილეობის მიღება სხვა კომპანიებსაც თანაბარ პირობებში შეეძლებათ. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიამ აღნიშნა, რომ როგორც კომპანიის, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ის, რაც დღეს ხდება. მისი თქმით, თუ...
სიღნაღში 10 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება. ბატიაშვილის ინფორმაციით, ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება. ,,სიღნაღი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. ქალაქში იგეგმება ბეჟანიშვილის, ლოლაშვილის, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, გორგასლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის და ცოტნე დადიანის ქუჩებზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება. ძირითადად...
ახალციხის საკრებულომ გადაწყვეტილება 100 კვ.მ. მიწის გასხვისებაზე 25 ივნისის სხდომაზე მიიღო. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი ფასი აუქციონზე 2 500 ლარი იქნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. „მერიაში განცხადებით შემოვიდა „მაგთიკომი“, რომელმაც მოითხოვა მიწის ნაკვეთი. აქ არ იდგმება ანძა, არამედ სპეციალური აპარატურა, რათა უკეთესი მომსახურეობა მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა,“– ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე. 100 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო ნაკვეთი, რომელსაც ღია აუქციონზე გაიტანენ, ქალაქ...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის 2018 წლის გეგმის შესაბამისად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ანგარიში მოისმინეს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ. კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ ორგანიზაციის ხედვა და ძირითადი პრიორიტეტები გააცნო დეპუტატებს. მისი ინფორმაციით, კომპანიის 100%-იან წილს ფლობს სახელმწიფო, ხოლო დამფუძნებელი პარტნიორია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანიის დაფარვის არეალია 57 ქალაქი და 315 სოფელი და იგი 332...
დედაქალაქის მერიაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაო შეხვედრას მერიის გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გენდერული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად თბილისის მერიაში 2018 წელს განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები განიხილეს. „თბილისის მერია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლებთანაც ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით,...
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ქალაქში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 26 მაისის სახელობის ქუჩაზე გზის განახლება მაისის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და დღეს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო დასრულება ვერ მოხერხდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციას რეგიონებში განსახორციელებელი პროეწტების ფონდი აფინანსებს. „ამ კონკრეტულ ქუჩაზე 74000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოებს შპს „საპოვნელა“...
ირაკლი პაპავა „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ იურისტი როგორც ცნობილია, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში 2014 წელს გატარებული რეფორმის მთავარი მიღწევა შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის შექმნა იყო, რომლის ძალითაც, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი დამატებით კიდევ შვიდ ქალაქს - თელავს, მცხეთას, გორს, ახალციხეს, ამბროლაურს, ოზურგეთსა და ზუგდიდს მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, თვითმმართველი ქალაქების რიცხვი თორმეტამდე გაიზარდა. პარალელურად, ის მუნიციპალიტეტები, რომლებსაც თვითმმართველი ქალაქები გამოეყო, ცალკე თვითმმართველ ერთეულებად...
წინა სტატია ქალაქ გორში გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოაცხადეს. რის გამოც, ქუჩაზე მდებარე სამრეცხაოების ხელმძღვანელებს ობიექტების დემონტაჟი მოუწევთ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ერთი თვის წინ, ანალოგიურ პროექტზე ტენდერი იყო გამოცხადებული, თუმცა მონაწილეობა არც ერთმა კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო. ხელმეორე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 15 ივლისამდე გამოავლენენ. სამუშაოების დაწყებისთანავე ავტოსამრეცხაოებს აიღებენ. ქალაქის ხელისუფლება მათ მფლობლებელებს სამრეცხაოების გადასატანად სხვა ალტერნატიულ ფართს სთავაზობს. ადმინისტრაციის ცნობით,...
თბილისის მერიის დაფინანსებით, ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, დაწყებულია ბოტანიკური ბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერის რეკონსტრუქცია და ახალი ადაპტირებული საპირფარეშოს მოწყობა, რომელთა ღირებულება ჯამში 179 600 ლარია. პროექტები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციის თანახმად, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ბაღში ასევე, მოეწყობა ველობილიკები, რასაც ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს. „ბოტანიკურ...
ვაკის რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 ივნისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 48 000 ლარია. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე სოფელ დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზას. სატენდერო პირობების თანახმად, 11 ივლისს დაიწყება და 16 ივლისს დასრულდება. აღნიშნული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 3 798 321...
წინა სტატია სოფელ ხურვალეთში გზის მოასფალტების სამუშაოებისთვის, გორის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი შპს "იბოლიამ" მოიგო, რომლის ღირებულებაც 526 696 ლარია. კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება 120 დღის ვადაში უნდა შეასრულოს. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. რადიო მოზაიკის ცნობით, შპს "იბოლიამ" მხოლოდ 2018 წელს გორის მერიის ტენდერებში უკვე მეხუთედ გაიმარჯვა. გასული 6 თვის განმავლობაში შპს "იბოლიას" ორი ტენდერი მარტში აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულება 6...
ზღვის უბანში (თემქა), ანაპის 414-ე დივიზიის ქ. N16-ის მიმდებარედ, კერძო სამშენებლო კომპანია ახალ სკვერს მოაწყობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. პროექტის განსახორციელებლად, ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და სამშენებლო კომპანია „რივას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. „თბილისის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოწყობა და ამ მხრივ, ქალაქში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ამ პროცესში მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა. ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ზღვის უბანში, ანაპისა...
სამგორის რაიონში, გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. დედაქალაქის მერი ადგილობრივ მოსახლეობას ლორთქიფანიძის ქუჩაზე სკვერის მოწყობას დაპირდა. „მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის...
წყნეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა აფხაზეთის N22-ში, გურამიშვილის N15-ში, დიდგორის I ჩიხში და რუსთაველის I შესახვევში მოწესრიგდება, სადაც სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ჯამში ასფალტის საფარი 3 270 მ2 ფართობზე დაიგება. "გზის საფარი დანარჩენ მისამართებზეც განახლდება"- აცხადებენ გამგეობაში. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, უკვე მოეწყო ბორდიურები. გამგეობის ცნობით, საგზაო პროექტების გარდა, წყნეთში, კოსტავას N48-ში დამცავი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე...
ქუთაისის მერიამ 2018 წელს კვებითი და სარესტორნე მომსახურებისათვის  53 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. გამოცემა "ნიუპრესის" ცნობით,  რამდენიმე შემთხვევაში კვებითი და სასტუმროს მომსახურება ერთ ხელშეკრულებაშია მოქცეული, ამიტომ  სასტუმროების  მომსახურებისათვის ხარჯი ცალკე დაიანგარიშეს, რაც ჯამში  44 800  ლარი გამოვიდა. შედეგად, წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 97 800 ლარია.  

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ