ქუთაისის მერიამ 2018 წელს კვებითი და სარესტორნე მომსახურებისათვის 53 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა.
გამოცემა “ნიუპრესის” ცნობით, რამდენიმე შემთხვევაში კვებითი და სასტუმროს მომსახურება ერთ ხელშეკრულებაშია მოქცეული, ამიტომ სასტუმროების მომსახურებისათვის ხარჯი ცალკე დაიანგარიშეს, რაც ჯამში 44 800 ლარი გამოვიდა.
შედეგად, წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 97 800 ლარია.