ქედის მერიის შპს “კომუნალური სერვისის” დირექტორი დაკავებულია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ინფორმაციას დაკავების შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურშიც ადასტურებენ. თუმცა დაკავების მიზეზებზე უწყებაში არ საუბრობენ.
უწყებაში განაცხადეს, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეომასალას ხვალ გაავრცელებენ.
ფაქტს ადასტურებენ ქედის მერიაში, სადაც განაცხადეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და სამსახურის ხელმძღვანელის საქმიანობასთან დაკავშირებით პრეტენზიები არასდროს ჰქონიათ.