სიღნაღში 10 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება

1167

სიღნაღში 10 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად უახლოეს მომავალში ტენდერი გამოცხადდება.

ბატიაშვილის ინფორმაციით, ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯება.

,,სიღნაღი ტურისტულ სეზონს მომზადებული ხვდება. ქალაქში იგეგმება ბეჟანიშვილის, ლოლაშვილის, სარაჯიშვილის, ბარათაშვილის, 9 აპრილის, რუსთაველის, გორგასლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულის და ცოტნე დადიანის ქუჩებზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება.

ძირითადად გათვალისწინებულია დაზიანებული ხის აივნების რეაბილიტაცია, დაზიანებული ქვაფენილების აღდგენა, შენობების კედლების რეაბილიტაცია და სხვა. ძველ ისტორიულ შენობებს რეაბილიტაციის დროს პირვანდელი სახე შეუნარჩუნდებათ. იმის გამო, რომ პროექტში ჩამოთვლილ ადგილებს მერიასთან ახლოს არსებული დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაციაც დაემატა, სამუშაოები დროულად ვერ დაიწყო’’,- განაცხადა მადონა ბატიაშვილმა.