დედაქალაქის მერიაში თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია და სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც მერიაში აცხადებენ, სამუშაო შეხვედრას მერიის გენდერულ საკითხთა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები, მერიის საქალაქო სამსახურებისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც გენდერული პოლიტიკის გასაუმჯობესებლად თბილისის მერიაში 2018 წელს განსახორციელებელი ძირითადი აქტივობები განიხილეს.
„თბილისის მერია გენდერის საკითხებთან დაკავშირებით არასამთავრობო და დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლებთანაც ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, გენდერული მეინსტრიმინგის, გენდერული ბიუჯეტირების, საინფორმაციო, თბილისის მუნიციპალიტეტში კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საკითხებისა და სპორტის სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, სასწავლო ტრენინგები დაიგეგმა.
გენდერული პოლიტიკის განხორციელების პროცესში თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა რაიონის გამგეობა და საქალაქო სამსახური აქტიურადაა ჩართული“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.