წინა სტატია დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რომ თბილისის მერია სამშენებლო კომპანია "სვეტს" მშენებლობის ნებართვას უახლოეს დღეებში მისცემს, თუმცა, როდის განაახლებს კომპანია მშენებლობას, კალაძე ამ ინფორმაციას არ ფლობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "გამიჭირდება იმის თქმა, როდის განაახლებს კომპანია "სვეტი" სამშენებლო სამუშაოებს. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, რომ თითქოს ნებართვების არქონის გამო იყო შეფერხებული მშენებლობა. ჩვენი სამსახურები ჩართულები იყვნენ პროცესში...
წინა სტატია ქობულეთის სანაპიროზე დამცავი კედლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, ტურისტული სეზონისთვის სამუშაოების დასრულება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქმეში სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ჩაერთო. უწყების ცნობით,  ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, დროებით მოპირკეთდება და დასუფთავდება, პროექტის ბოლომდე მისაყვანად კი მუშაობა სეზონის დასრულებისთანავე განახლდება. „მსოფლიო ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით, „მუნიციპალური განვითარების ფონდმა“, გასული წლის შემოდგომაზე ქობულეთში, დაახლოებით 2...
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია შვიდ მისამართზე მიმდინარეობს. ხუთ მისამართზე ახალი, კომბინირებული სპორტული მოედნები ეწყობა, ორ მისამართზე კი, უკვე არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მუხიანის მე-3 მიკრორაინის N10-14 კორპუსებთან ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. ასევე, ორ მისამართზე - I მ/რ-ის N20 ა კორპუსთან და მუხიანში მე-4 ა მ/რ-ის N17 კორპუსთან კალათბურთის მოედანი უკვე მოეწყო. "სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ივლისის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს...
სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ში, კუპრაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზა და N18 კორპუსის მიმდებარედ  ბორდიური. ტროტუარი და შიდა ეზო მოწესრიგდა. ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, 3 300 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. "სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „იბერია-ჯ“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 150 000 ლარია",- აცხადებენ გამგეობაში.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ "თეთრ ხიდთან" აქცია გამართა და ქალაქის მერია თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. წულაიას განცხადებით, ქალაქში მრავალი პრობლემა დგას და მერია აშენებულ ხიდზე ნახევარმილიონს ხარჯავს. "ხიდი აშენებულია და მხოლოდ საფარის შეცვლა სჭირდებოდა, მერიამ მიიღო უაზრო გადაწყვეტილება და ხარჯავს ნახევარ მილიონს, რომ ზედ ქვები დაამონტაჟონ, ქალაქში ბინები ინგრევა, ბავშვები დაიღუპნენ ამის გამო, უამრავი...
საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 80 გრძივი მეტრის გზის დამჭერი საყრდენი კედლის მშენებლობა დასრულდა. "აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს, გამგეობის მიერ 22 გრძივი მეტრის საყრდენი კედელი ვაშლიჯვარში, N3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზეც მოეწყო. ორივე საყრდენი კედლის სამუშაოების ღირებულებამ 137 324 ლარი შეადგინა",- ნათქვამია გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა 4 პიკაპის ტიპის ავტომობილის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა,  რომლის ღირებულება 281,260 ლარია. ინფორმაციას "ლიბერალი" ავრცელებს. ტენდერი 15 ივნისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 29 ივნისს იწყება და 2 ივლისს სრულდება. შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი), განბაჟებული და გამოშვებული არაუადრეს 2017 წლისა. მანქანები აღჭურვილნი უნდა იყვნენ კონდიციონერით, აუდიოსისტემით, საჭის გამაძლიერებლით, საჭის სიმაღლისა და სარკეების ელექტრონული მარეგულირებლებით და ა.შ. ავტომობილი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.
ასპინძაში რწყვის სეზონს ორი სატუმბი სადგური და თვითდინების რამდენიმე არხი ემსახურება, სოფლების უმეტესი ნაწილი კი სარწყავი წყლის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ასპინძის მუნიციპალიტეტის 22 სოფლიდან სატუმბი სადგურები დაბა ასპინძასა და სოფელ რუსთავშია. თითო სადგური 100 ჰექტარ მიწას რწყავს და წყლით მხოლოდ ამ ორი დასახლების მცხოვრებლებს შეუძლიათ სარგებლობა. სოფლებს ნიჯგორს, ხიზაბავრას, ტოლოშის რამდენიმე ოჯახს, ასევე დაბა ასპინძის ნაწილს ემსახურება თვითდინების...
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალ სტრუქტურა წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ შეთანხმდა, რომ მინისტრთა კაბინეტი 11 წევრით განისაზღვრება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, იქნება 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება და მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარების სამინისტროს შეერწყმება, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო...
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, ისე მოუარონ ქალაქს, როგორც საკუთარ ნივთებს უვლიან სახლებში. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან ახალი პროექტის „გაუფრთხილდი ქალაქს“ მნიშვნელობაზე საუბრისას თქვა. „ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის - "გაუფრთხილდი ქალაქს" განხორციელებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქის გალამაზებასა და დასუფთავებაში ყველამ ჩვენი ვალდებულება ავიღოთ. ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია მოხალისე, ვისაც სურვილი აქვს მსგავს ღონისძიებაში ჩაერთოს. ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ხელი...
ახალციხის მერიამ ცენტრალურ პარკში ბავშვთა გასართობი მოწყობილობებისთვისა და უალკოჰოლო სასმელების გასაყიდად იჯარით 130 კვ.მ. ფართი 195 ლარად გასცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ცენტრალურ პარკში, ფართის იჯარით გაცემის საკითხს კენჭი მუნიციპალიტეტის საკრებულომ 25 ივნისს უყარა. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბავშვთა გასართობი მოწყობილობების განთავსების მიზნით ნებართვა გაიცა ორ ინდივიდუალურ მეწარმეზე. თითო 50 კვ.მ. ფართს დაიკავებს და ადგილობრივ ბიუჯეტში თვეში 75 ლარს შეიტანს. 1კვ.მ მიწის ფასი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას გეგმავს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელის განმარტებით, წარმომადგენლობით ორგანოში შეიქმნება მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება, სადაც კანცელარიაში უკვე დასაქმებული პირები იმუშავებენ. თინათის ბიწაძის ინფორმაციით, განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კი ღია კონკურსი გამოცხადდება. "მოქალაქეები განცხადებით მოგვმართავენ ელექტრონულად. ამასთან დაკავშირებით საკრებულოში შეიქმნა მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება. საქმის ელექრონულად წარმოების უპირატესობა არის ის, რომ...
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და  სამომავლო თანამშრომლობის საკითხები ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ალტერნატიულმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სკოტ დოუსონმა მიმოიხილეს. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის, ტაკეჰიკო ნაკაოს საქართველოში პირველი ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადეს, რომ თბილისში გამართული შეხვედრები, ხელს შეუწყობს ADB-სთან თანამშრომლობა გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე. როგორც ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა,...
"...დემოკრატიულ სახელმწიფოში ამოძრავებული უნდა იყოს დიდიც და პატარაც, შეძლებულიც და შეუძლებელიც, ნასწავლიც და უსწავლელიც... ხშირათ გაიგონებთ საყვედურებს, მთავრობამ ესა და ეს ვერ გააკეთაო. არავინ არ ფიქრობს, რომ, თუ მთავრობამ ვერ გააკეთა ეს, იქნებ მოქალაქეების ბრალიც არის..." ერობების შესახებ ლიტერატურას გაეცანით ბმულზე - “ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918” – ტომი I  
თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილეს. საკრებულოს ცნობით, სხდომა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გახსნა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ის სამუშაო პროცესები, რაც უკვე განხორციელდა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთის. მისი თქმით,  დედაქალაქს ძალიან მალე ექნება კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი. სხდომაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია წარადგინა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის...
მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურასა და სპორტში არსებული პრობლემები, ქალაქში ხეების გადაბელვა, გზები და მიუსაფარი ძაღლები – ეს საკითხები წამოჭრეს მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ახალციხის მერთან შეხვედრაზე. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. მერიაში მრჩეველთა ახალი საბჭო მას შემდეგ შეიქმნა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თემი და ქალაქი გაერთიანდა. მანამდე ახალციხის თემსაც და ქალაქ ახალციხესაც დამოუკიდებელი მრჩეველთა საბჭოები ჰყავდათ. მრჩეველთა საბჭო, რომელსაც ახალციხის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ