თბილისის საკრებულოში განათლების და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების მიზნით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილეს.
საკრებულოს ცნობით, სხდომა კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა გახსნა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა ის სამუშაო პროცესები, რაც უკვე განხორციელდა დედაქალაქის კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისთის. მისი თქმით, დედაქალაქს ძალიან მალე ექნება კულტურის პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი.
სხდომაზე კვლევის მეთოდოლოგიისა და ეტაპების შესახებ ინფორმაცია წარადგინა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მოიცავს, როგორც მოსახლეობის, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და დარგის სხვა წარმომადგენლების გამოკითხვას.
საკრებულოს ინფორმაციით, კვლევის შედეგები შემდეგში საფუძვლად დაედება დედაქალაქის კულტურის სტრატეგიას, რომლის შემუშავებაში და იმპლემენტაციაში ჩართულნი იქნებიან სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები.
შეხვედრას, რომელსაც დეპუტატების გარდა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.