თბილისის მერია სამშენებლო კომპანია “სვეტს” მშენებლობის ნებართვას უახლოეს დღეებში მისცემს

771

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რომ თბილისის მერია სამშენებლო კომპანია “სვეტს” მშენებლობის ნებართვას უახლოეს დღეებში მისცემს, თუმცა, როდის განაახლებს კომპანია მშენებლობას, კალაძე ამ ინფორმაციას არ ფლობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“გამიჭირდება იმის თქმა, როდის განაახლებს კომპანია “სვეტი” სამშენებლო სამუშაოებს. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, მიდიოდა აპელირება იმაზე, რომ თითქოს ნებართვების არქონის გამო იყო შეფერხებული მშენებლობა. ჩვენი სამსახურები ჩართულები იყვნენ პროცესში და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაჩქარებული წესით მოხდეს მშენებლობის ნებართვის გაცემა, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება. მათ ექნებათ ყველანაირი შესაძლებლობა, რომ განაახლონ მშენებლობა თუ მათ ამის რესურსი გააჩნიათ. დაზარალებულები საუბრობენ, რომ კომპანიას ეს რესურსი არ გააჩნია. თუმცა, დაველოდოთ მოვლენებს”,- განაცხადა კახა კალაძემ.