გოგი წულაია ქუთაისის მერიას თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს

905

პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ “თეთრ ხიდთან” აქცია გამართა და ქალაქის მერია თანხის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

წულაიას განცხადებით, ქალაქში მრავალი პრობლემა დგას და მერია აშენებულ ხიდზე ნახევარმილიონს ხარჯავს.

“ხიდი აშენებულია და მხოლოდ საფარის შეცვლა სჭირდებოდა, მერიამ მიიღო უაზრო გადაწყვეტილება და ხარჯავს ნახევარ მილიონს, რომ ზედ ქვები დაამონტაჟონ, ქალაქში ბინები ინგრევა, ბავშვები დაიღუპნენ ამის გამო, უამრავი ადამიანი შიმშილობს და სჯობს ამას მიხედოს მერმა. თვითმმართველობა ასე რომ იქცევა, ეს არის მოსახლეობის ბრალი, რადგან ხმას არ იღებენ”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

ქუთაისში თეთრი ხიდის რეაბილიტაცია ივნისის პირველ რიცხვებში დაიწყო.