ქუთაისის საკრებულოს 27 ივნისის სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ ღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხის განხილვის გადადება მოითხოვა, რაც ოპოზიციამ საბოტაჟად შეაფასა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
შენგელიას მოთხოვნა საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხს ეხებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განმარტებით, ის საკითხის უკეთ მომზადებასა და მის საკრებულოს შემდგომ სხდომაზე განხილვას ითხოვდა.
მისი მოთხოვნა საკრებულოზე კამათის და აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა.
მერიის ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების...
წინა სტატია
სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, ნიკო დადიანის სასახლე პირვანდელ იერსახეს უახლოეს პერიოდში დაიბრუნებს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოების IV - საბოლოო ეტაპი მიმდინარეობს.
ამის შემდეგ კი ეკატერინე დედოფლის სასახლის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.
სააგენტოს ცნობით, 3-წლიანი სარეაბილიტაციო პროცესის განმავლობაში, სასახლეში კაპიტალურად გამაგრდა შენობის კონსტრუქციული სეგმენტები. სრულად შეიცვალა სახურავი. განახლდა სართულშუა კოსტრუქციები და იატაკი. სასახლის სარდაფები გაიწმინდა წლობით დაგროვებული მიწისა...
პანკისის ხეობაში საფეხმავლო ტურიზმის განვითარება იგეგმება. ამისთვის პირველ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო-საფეხმავლო ბილიკებს გამოიკვლევს. პროექტის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობა საქართველოს საფეხმავლო ქსელის პროექტის ნაწილი გახდება.
კვლევა 7 მიმართულებას მოიცავს, ესენია:
1. ჯოყოლო- სათვალთვალო კოშკი- ამფითეატრი- დუისი
2. ხალაწანი- თორღვა პანკელის ციხე
3. ძიბახევი- ბაწარას ნაკრძალი- ტბათანა - საქისტო- ქოჩადალა- ხადორი
4. ჯოყოლო- ძიბახევი- ხადორი- ქოჩადალა - ლამაზური
5. ომალო- ნაქერალა
6. ხადორი - ხორაჯო
7. დუისი მღვიმე -...
მარნეულის მუნიციპალიტეტში, უახლოეს დღეებში, გერმანული წარმოების პლასტმასის 1 100-ლიტრიანი, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები განთავსდება.
მარნეულის მერიის ინფორმაციით, ურნები მუნიციპალიტეტს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ გადასცა, რომელსაც მუნიციპალური შპს „სუფთა მარნეული“ იმ ადგილებში განათავსებს, სადაც ამ ეტაპისთვის ყველაზე მეტი მოთხოვნა და საჭიროებაა.
ამ ეტაპისთვის მარნეულს, 200 ერთეული ნაგვის ურნა გადაეცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მიღებული დადგენილების მიხედვით წყლის, კეთილმოწყობისა და გამწვანების ა(ა)იპ–ებს შტატები ემატება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ ა(ა)იპ–ს ოთხი შტატი ემატება. ამის შესახებ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 27 ივნისს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.
ა(ა)იპ „ბორჯომის დასუფთავებას და კეთილმოწყობას“ ტაბაწყურისა და მოლითის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანისთვის ერთი შტატი დაემატა და ამისთვის ბიუჯეტიდან დაფინანსება 3 750 ლარით გაიზარდა. ამავე ა(ა)იპ–ში ნაგავმზიდის...
ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციისა და იუსტიციის შენობების გვერდით მდებარე სკვერებში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პოლიციის გვერდით მდებარე სკვერში ახალ ქვაფენილს დააგებენ, ასევე, გააკეთებენ სასმელი წყლის ფანტანს. იუსიტიციასთან მდებარე სკვერში კი ყინვაგამძლე ხელოვნური ფილებით მოაპირკეთებენ და გაზონზე მოაწყობენ საცალფეხო ბილიკს.
სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 11 ივლისს დაიწყება და 16–ში დამთავრდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან...
იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურისავის, ორ ახალ სახანძრო მანქანას შეიძენენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
პროექტის ინიციატორი "მერსი ქორფსის" ბორჯომის წარმომადგენლობაა. მათ იაპონიის საელჩოს საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს კიდეც.
"მერსი ქორფსის" წარმომადგენელების განმარტებით, პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის, სახანძრო–სამაშველო და სატყეო სამსახურების, ასევე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე შემუშავდა.
"ახალი ტექნიკა ჩაანაცვლებს მოძველებულ მანქანებს და მათი საშუალებით დროული რეაგირების...
ნაძალადევის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის 8 კილომეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო. სამუშაოები GWP-მ შეასრულა.
GWP-ის ცნობით, ამ პროექტში 800 000 ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.
კომპანიის ინფორმაციით, ახალი ქსელის დახმარებით, შესაძლებელი იქნება ივერთუბანში ახალი აბონენტები დაერთონ ქსელზე. კომპანია აცხადებს, რომ პარალელურად 30-ზე მეტ მისამართზე მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის განახლება.
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების საკორინთლო - ახალშენასთან მისასვლელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ ბეტონის კივუეტების, ლითონის ცხაურები, ეზოებში შესასვლელი ლითონის მილები, საგზაო სამოსის-ასფალტო ბეტონისა და საგზაო ნიშნების მოწყობა იგეგმება. ძირითადი გზის სიგრზე 2 700 მეტრია.
სამუშაოებს დეპუტატ იოსებ მაკრახიძის კომპანია შპს „იბოლია“ ახორციელებს.
გზის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
"კეთილმოწყობილი გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის და...
როგორია სკოლამდელი განათლების ხარისხი საქართველოში - Uniсef-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. საჯარო დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების ხარისხის ანალიზისთვის მკვლევარებმა ადრეული ზრუნვისა და განათლების ხარისხის ევროპული ჩარჩო გამოიყენეს, თავად კვლევა კი ხუთი მიმართულებით ჩატარდა: ხელმისაწვდომობა, პერსონალი, კურიკულუმი (საგანმანათლებლო პროგრამა), მონიტორინგი და მართვა.
როგორც კვლევიდან ირკვევა, 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, აღმზრდელთა 44% არაკვლიფიციურია. ამასთან მუნიციპალიტეტების 52.2%-ში სკოლამდელ დაწესებულებებს პედაგოგიური ხედვა ან მიდგომა საერთოდ არ...
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 30 ივნისიდან 28 ივლისის ჩათვლით, ყოველ შაბათს, 17:00-დან 23:00 საათამდე, თბილისში, რიყის პარკში ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა სახელწოდებით - „თბილისური ბაზარი“ გაიმართება.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, „თბილისურ ბაზარზე“ დედაქალაქში დამზადებული პროდუქციის სხვადასხვა სახეობა - აქსესუარები, ტექსტილი, მინანქარი, ბატიკა, თექა, კერამიკა, მინა, ხე, ტყავი და სხვა ნაწარმი იქნება წარმოდგენილი.
წინა სტატია
თბილისის მერის მოადგილემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის ავტოპარკის ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა. მაია ბითაძის თქმით, ტექდათვალიერებისას, ავტომობილი რომელიც შეკეთებას ექვემდებარება, შეკეთდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილით ჩანაცვლდება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"1 ივლისიდან ძალაში შედის იურიდიული და ფიზიკური პირების მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების სისტემა, რაც თავის თავში მოიაზრებს მსუბუქი ტიპის ავტომობილების ტექნიკურ დათვალიერებას. მერისგან მოისმინეთ განცხადება, რომელიც ითვალისწინებს...
თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, N27 მუნიციპალურ (ე.წ. ყვითელ) ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, დაშავებულები არ არიან. უწყების ინფორმაციით, ძრავში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც აალება გამოიწვია. თავდაპირველად მძღოლი ავტობუსში არსებული ცეცხლმაქრით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა, შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახა.
ცეცხლი სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო.
https://www.youtube.com/watch?v=WcLFjKLaYOo&feature=youtu.be
ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოებს ფოსტით მახათები გაუგზავნა. წულაიას მიაჩნია, რომ საკრებულოები უსაქმურობით არიან დაკავებული.
"ამ ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით გაუგონარ დადგენილებებს იღებენ. ეს არის უსაქმურობა, როდესაც ქვეყანა თავზე გექცევა და გაერო გეუბნება, რომ ბავშვები შენთან შიმშილობსო, ამ პერიოდში რაღაც სისულელეს ღებულობ, ვითომ მეტი საქმე არ იყოს ამ ქვეყანაში", - ამბობს წულაია.
წულაიას განცხადებით კამპანია...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, კარგია, რომ ტექნოპარკით დაინტერესება ახალგაზრდებში არსებობს, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნება. ამიტომ პირველს, რასაც გააკეთებენ, ქალაქში უმაღლესი დონის პროფესიული სასწავლებლის გახსნაა, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ასეთ სასწავლებელს პირველს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ კუთხეში, მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს ისეთ პროფესიებში, რომელზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა“,...
შემდეგი სტატია
ზუგდიდში ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება, ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზით. ამის შესახებ ზუგდიდში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობის პრიორიტეტი განათლებაა, რომელიც კულტურის და სპორტის კომპონენტსაც მოიცავს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ეს სამი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი“, - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის ამ განცხადებამდე ერთი თვით ადრე ზუგდიდში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































