პანკისში საფეხმავლო ტურიზმის განვითარება იგეგმება

1689

პანკისის ხეობაში საფეხმავლო ტურიზმის განვითარება იგეგმება. ამისთვის პირველ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო-საფეხმავლო ბილიკებს გამოიკვლევს. პროექტის დასრულების შემდეგ პანკისის ხეობა საქართველოს საფეხმავლო ქსელის პროექტის ნაწილი გახდება.

კვლევა 7 მიმართულებას მოიცავს, ესენია:

1. ჯოყოლო- სათვალთვალო კოშკი- ამფითეატრი- დუისი
2. ხალაწანი- თორღვა პანკელის ციხე
3. ძიბახევი- ბაწარას ნაკრძალი- ტბათანა – საქისტო- ქოჩადალა- ხადორი
4. ჯოყოლო- ძიბახევი- ხადორი- ქოჩადალა – ლამაზური
5. ომალო- ნაქერალა
6. ხადორი – ხორაჯო
7. დუისი მღვიმე – ქვემოხალაწანი”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება, ამ მიმართულებებზე ტურისტული პოტენციალის ანალიზი და შესაბამისი რუკები მოამზადოს, დეტალურად აღწეროს მარშრუტებზე არსებული ობიექტები, დაგეგმოს ოპტიმალური სვლა-გეზები.