საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძის განცხადებით, კარგია, რომ ტექნოპარკით დაინტერესება ახალგაზრდებში არსებობს, თუმცა ეს საკმარისი ვერ იქნება. ამიტომ პირველს, რასაც გააკეთებენ, ქალაქში უმაღლესი დონის პროფესიული სასწავლებლის გახსნაა, განსაკუთრებით ინფორმაციული ტექნოლოგიების თვალსაზრისით. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„ასეთ სასწავლებელს პირველს ჩვენ აუცილებლად გავხსნით ზუგდიდში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ის ნიჭი, რაც არის ამ კუთხეში, მაქსიმალურად ტრანსფორმირდეს ისეთ პროფესიებში, რომელზეც ყოველთვის იქნება მოთხოვნა“, – განმარტა მთავრობის მეთაურმა.
მანამდე პრემიერი დადიანების სასახლის ეზოში მოქალაქეებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ნაწილის რეკონსტრუქცია და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დააანონსა.