ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე ორ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

942

ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე პოლიციისა და იუსტიციის შენობების გვერდით მდებარე სკვერებში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პოლიციის გვერდით მდებარე სკვერში ახალ ქვაფენილს დააგებენ, ასევე, გააკეთებენ სასმელი წყლის ფანტანს. იუსიტიციასთან მდებარე სკვერში კი ყინვაგამძლე ხელოვნური ფილებით მოაპირკეთებენ და გაზონზე მოაწყობენ საცალფეხო ბილიკს.

სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 11 ივლისს დაიწყება და 16–ში დამთავრდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 28 724 ლარით დაფინანსდება.