თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, N27 მუნიციპალურ (ე.წ. ყვითელ) ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
დედაქალაქის მერიის ცნობით, დაშავებულები არ არიან. უწყების ინფორმაციით, ძრავში მოკლე ჩართვა მოხდა, რამაც აალება გამოიწვია. თავდაპირველად მძღოლი ავტობუსში არსებული ცეცხლმაქრით ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას, თუმცა, შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოიძახა.
ცეცხლი სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო.