ქუთაისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, გოგი წულაიამ ფოთის, წყალტუბოსა და ხაშურის საკრებულოებს ფოსტით მახათები გაუგზავნა. წულაიას მიაჩნია, რომ საკრებულოები უსაქმურობით არიან დაკავებული.
“ამ ბოლო დროს ერთმანეთის მიყოლებით გაუგონარ დადგენილებებს იღებენ. ეს არის უსაქმურობა, როდესაც ქვეყანა თავზე გექცევა და გაერო გეუბნება, რომ ბავშვები შენთან შიმშილობსო, ამ პერიოდში რაღაც სისულელეს ღებულობ, ვითომ მეტი საქმე არ იყოს ამ ქვეყანაში”, – ამბობს წულაია.
წულაიას განცხადებით კამპანია მომავალშიც გაგრძელდება და მსგავსი სახის საგნებს საქართველოს მთავრობასაც გაუგზავნის.