აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას გეგმავს, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩაის მოკრეფა და ჩაის ქარხნის დათვალიერება. ე.წ. პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ შესაბამისი განცხადება რუსეთის ვიცე-პრემიერ ვიტალი მუტკოსთან მოსკოვში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სააგენტო ТАСС-თან გააკეთა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„დაგეგმილია ტურიზმის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის ეკოტურიზმის, გასტროტურიზმის და სხვა. ჩვენ ახლა ვმუშაობთ ახალ ტურისტულ ხაზზე. ეკოტურიზმის, ჩაის მიმართულებით....
წინა სტატია
ნაძალადევის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიით არ ისარგებლონ. მერიის ცნობით აღნიშნულ ტერიტორიაზე ცურვა აკრძალულია.
გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებულია საინფორმაციო აბრა და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული.
„აღნიშნული არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. თბილისის მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობას...
Telemadrid-მა საქართველოს ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა. ესპანელმა ჟურნალისტებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
„ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოში, რომელიც კავკასიის განძია. ეს არის შავიზღვისპირა ქვეყანა, რომელიც 1991 წლამდე საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. აზიისა და ევროპის გასაყარზე მდებარე ეს პატარა ქვეყანა ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით, კულტურითა და არქიტექტურით. ამის ნათელი მაგალითია ქვეყნის დედაქალაქი თბილისი.
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი ქვეყანაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს. ჩვენ...
წინა სტატია
თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია - „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დისკვალიფიცირდა. შესაბამისად, მერიას ახალი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადება კიდევ ერთხელ მოუწევს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მუნიციპალური მომსახურებისათვის საჭირო საზოგადოებრივი ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი, აუქციონის გარეშე თავიდან 2018 წლის 24 მაისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2 ივნისს...
კასპში, ე.წ. ქარწისის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა დღემდე არ ყოფილა, რაც მათი თქმით ადგილობრივ მოსახლეობისთვის პრობლემა იყო.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება 156 437 ლარს შედაგენს. სამუშაოებს შპს “B&B” ახორციელებს.
"საკანალიზაციო სისტემის მოწყობა გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს", - აცხადებენ მერიაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის მიხედვითაც უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ ყველა მძღოლს მითითება მისცა.
"კიდევ ერთხელ გაცნობებთ-მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო მზადება, მოხდა კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მთლიან ავტოპარკში, ხოლო ნაწილი მათგანი მთლიანად შეიცვალა. ოთხ...
ბათუმი-ქედის მონაკვეთზე დაზიანებულ ასფალტის საფარს, კიდევ ერთი პრობლემა შეემატა - არ არის აღდგენილი ის ზღუდარები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ავარიებისას ზიანდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი წითელი ლენტებითაა ჩანაცვლებული. როგორც იცით აღნიშნული ე.წ. მოაჯირები ასრულებს დამცავ მთავარ ფუნქციას, შესაბამისად მნიშვნელობაც მაღალია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
რაც შეეხება ასფალტის საფარს, ჯერ- ჯერობით სრული მოწესრიგება არ იგეგმება, შესაბამის უწყებებში ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის მილების გაყვანისას დაზიანებულ მონაკვეთებს შესაბამისი კომპანია აღადგენს.
ასევე, მათი...
ბათუმის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს სხდომაზე, ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტის გაზრდას დაუჭირეს მხარი. ფინანსური დოკუმენტი 1 მლნ 472 ათასი ლარით იზრდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
თანხები ემატება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კერძოდ, ეს ეხება საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას. ამასთან, 250 ათასი ლარით იზრდება სარეზერვო ფონდი. ხოლო, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ბიუჯეტი 171 ათასი ლარით გაიზარდა.
არჩილ ვანაძის განცხადებით, თანხის უმეტესი ნაწილი საშტატო ნუსხის მომატებას და მათ საოფისე უზრუნველყოფას...
სამეგრელოში ხუთი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. აქედან 2 საბავშვო ბაღის აშენება ზუგდიდში, ორის სენაკში და ერთის ფოთში იგეგმება. ახალი საბავშვო ბაღების პროექტების განხორციელება დევნილთა ჩასახლებებში მოხდება.
დაგეგმილი პროექტები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორტორ ლევან შონიასა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორს ვინსენტ დონტონს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
პოექტს დანიის ლტოლვილთა საბჭო, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საბავშვო...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიამ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ვაკანტურია საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში უფროსი სპეციალისტის პოზიციები. მერიის ინფორმაციით, საჯარო მოხელეების შესარჩევად ჩატარდება ღია კონკურსი, რომელიც მოიცავს განაცხადების გადარჩევას, ზეპირ დავალებასა და გასაუბრებას.
"კონკურსანტებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება. საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე სავალდებულოა...
ფოთის საკრებულოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ოპოზიციონერმა წევრებმა დეპუტატებისთვის გამოყოფილი საწვავის ხარჯის ზრდა გააპროტესტეს. როგორც სხდომაზე ითქვა, ტრანსპორტის ხარჯი თვეში 5 ათასი ლარით გაიზარდა. აქამდე ტრანსპორტის ხარჯი ყოველთვიურად 37 000 ლარით იყო განსაზღვრული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
საკრებულოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე თვეში 600 ლიტრ საწვავს, საკრებულოს წევრები კი, თვეში 70 ლიტრს მოიხმარენ.
„ეს მარტივი საკითხია, უბრალოდ, გაიზარდა საკრებულოს წევრების რაოდენობა,...
არასამთავრობო ორგნიზაცია Civitas Georgica-ს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მესხიძე, droa.ge-თან საუბრისას ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხი რეგიონებში განსაკუთრებით მწავავედ დგას და „იქნება თუ არა სოფელში ბაღი, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ადგილობრივ განვითარებასთან“.
არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც მესხიძე ხელმძღვანელობს, 2007 წლიდან სკოლამდელი განათლების საკითხებზე მუშაობს და, როგორც თავად ამბობს, „ეს არის ის საკითხი, რასაც, საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სოფლის მოსახლეობის ორგანიზება შეუძლია“.
„თავიდან...
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებზე ისაუბრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება - ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება იქნება -...
თბილისში, სვანიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი იქვე მდებარე მშენებლობაზე დასაქმებულებმა აღმოაჩინეს. მათი თქმით, ცხედარი გახრწნილია. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მისი იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. ამ დროისთვის ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული. ცხედარი ახლოს მდებარე სასაფლაოს სიახლოვეს არის აღმოჩენილი.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მისულები იყვნენ 13 ივნისის სტიქიის დროს დაკარგული სერგო კაპანაძის ოჯახის წევრები, თუმცა მათ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს.
2015 წლის 13 ივნისს თბილისში,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს 250 ნაგავშემკრები კონტეირი გადასცა.
მერიის ცნობით, ახალმა ურნებმა ქალაქ ბორჯომში ასევე დაბა წაღვერში, ახალდაბაში და ბაკურიანში ძველი ურნები ჩაანაცვლა.
"ძველი დაზიანებული ურნების ნაწილი კი შეკეთდა და ისინი სოფლებში გადანაწილდა.", - აცხადებენ მერიაში.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და...
წინა სტატია
ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლების აქცია და გაფიცვაც დროებით შეწყდა. აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შემდეგ, მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი დღის განმავლობაში წყვეტენ გაფიცვას და სამუშაოს უბრუნდებიან. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
მძღოლები დილიდან გაიფიცნენ. მათ ვიცემერიც შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ისინი გარანტიებს ითხოვენ, რომ ახალი სამარშრუტო მიმართულებების ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილები არ განახევრდება. ასევე, მძღოლებს სურთ, რომ საკრებულომ შეაჩეროს ახალი რეგულაციების...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































