მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებზე ისაუბრა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
„სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება – ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება იქნება – განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. სახელწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული, ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
მისი თქმით, ცვლილების თვითმიზანს არ წარმოადგენს თანამშრომელთა გათავისუფლება და ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს. რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, ნათია მიქელაძის თქმით, ყველა დონეზე იგეგემება ადმინისტრაციული ხარჯის ოპტიმიზაცია.
„მმართველობით ხარჯებში იგულისხმება აღამსრულებელი ხელისუფლების ბიუროკრატიულ ნაწილი ყველა მიმართულებით, რომელიც აღამსრულებელ ხელისუფლებას გააჩნია მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ხარჯების შემცირებას და ოპტიმიზაციას და ეს მხოლოდ გაერთიანებულ სამინისტორებს და ცვლილებებს არ ეხება, ეს ყველა დონეზე გაგრძელდება, დაწყებული სამინისტროების გაერთიანებით, დასრულებული ე.წ. შავი ჯიპების შესყიდვის თემით“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.