გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომლის მიხედვითაც უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი მატება, კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ სატრანსპორტო საშუალებაში გაგრილების სისტემის ჩართვის შესახებ ყველა მძღოლს მითითება მისცა.
“კიდევ ერთხელ გაცნობებთ-მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მარტის თვიდან დაიწყო მზადება, მოხდა კონდენცირების სისტემასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მთლიან ავტოპარკში, ხოლო ნაწილი მათგანი მთლიანად შეიცვალა. ოთხ თვიანი ინტენსიური სამუშაოების საფასურის, 500 000 ლარის ანაზღაურება მოხდა კომპანიის ბიუჯეტიდან.
კომპანიის მხრიდან ძალაში რჩება იმ მძღოლების წახალისების სისტემა, რომელთა შესახებაც განსაკუთრებით ცხელი დღეების განმაბლობაში მონიტორინგის სამსახურში არ დაფიქსირდება პრეტენზიები, კონდენციონერის ჩართვის გამოწვეული მომატებულ საწვავის ხარჯის დაფინანსება ასევე მოხდება „თბილისის მიკროავტობუსის“ ბიუჯეტიდან.
კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სთხოვს ყველა მომხმარებელს იმ შემთხვევაში თუ მძღოლი არ ჩართავს სატრანსპორტო საშუალებაში ჰაერის გამაგრილებელს, დარეკოს კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ნომერზე: 032 2 200 340 და შეტყობინების სახით დატოვოს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ან მძღოლის სახელი და გვარი, ამ ინფორმაციის წერილობითი სახით განთავსების ვალდებულება აქვთ მძღოლებს, წინა საქარე მინასთან“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.