კასპში, ე.წ. ქარწისის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

633

კასპში, ე.წ. ქარწისის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა დღემდე არ ყოფილა, რაც მათი თქმით ადგილობრივ მოსახლეობისთვის პრობლემა იყო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება 156 437 ლარს შედაგენს. სამუშაოებს შპს “B&B” ახორციელებს.

“საკანალიზაციო სისტემის მოწყობა გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს”, – აცხადებენ მერიაში.