ბათუმში მიკროავტობუსის მძღოლების აქცია და გაფიცვაც დროებით შეწყდა. აჭარის მთავრობის აპარატში გამართული შეხვედრის შემდეგ, მძღოლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სამი დღის განმავლობაში წყვეტენ გაფიცვას და სამუშაოს უბრუნდებიან. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
მძღოლები დილიდან გაიფიცნენ. მათ ვიცემერიც შეხვდა, თუმცა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ისინი გარანტიებს ითხოვენ, რომ ახალი სამარშრუტო მიმართულებების ამოქმედების შემდეგ სამუშაო ადგილები არ განახევრდება. ასევე, მძღოლებს სურთ, რომ საკრებულომ შეაჩეროს ახალი რეგულაციების საკითხის განხილვა, რომლითაც მიკროავტობუსების ტექნიკური გამართულობის, მოძრაობისა და გადასახადების წესი უნდა დამტკიცდეს.