ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტი 1 მილიონ 472 ათასი ლარით იზრდება

727

ბათუმის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს სხდომაზე, ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტის გაზრდას დაუჭირეს მხარი. ფინანსური დოკუმენტი 1 მლნ 472 ათასი ლარით იზრდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

თანხები ემატება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კერძოდ, ეს ეხება საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას. ამასთან, 250 ათასი ლარით იზრდება სარეზერვო ფონდი. ხოლო, მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ბიუჯეტი 171 ათასი ლარით გაიზარდა.

არჩილ ვანაძის განცხადებით, თანხის უმეტესი ნაწილი საშტატო ნუსხის მომატებას და მათ საოფისე უზრუნველყოფას მოხმარდება.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, გაზრდილი საშტატო ნუსხა ქალაქში ხმაურის რეგულირებას და ზედამხედველობას გაუწევს კონტროლს.