ნაძალადევის გამგეობა მოსახლეობას მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადაადგილდნენ

885

წინა სტატია

ნაძალადევის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოქალაქეებს მოუწოდებს, თბილისის ზღვის შემავსებელი არხის მიმდებარე ტერიტორიით არ ისარგებლონ. მერიის ცნობით აღნიშნულ ტერიტორიაზე ცურვა აკრძალულია.

გამგეობა თბილისის ზღვის შემავსებელ არხთან, უსაფრთხოების მიზნით, დამატებით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განახორციელებს და რამდენიმე საინფორმაციო ბანერს განათავსებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე განთავსებულია საინფორმაციო აბრა და ტერიტორია მავთულხლართებით არის შემოსაზღვრული.

„აღნიშნული არხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცურვა დაუშვებელია. თბილისის მერია და ნაძალადევის რაიონის გამგეობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მოქალაქეებს ვთხოვთ, ნუ შეუქმნიან საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეს და ნუ ისარგებლებენ თბილისის ზღვის ამ მონაკვეთით. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიაზე საინფორმაციო-ამკრძალავი აბრა და დამცავი ღობეა განთავსებული, მოქალაქეები არხში მაინც ჩადიან. აქედან გამომდინარე, გამგეობა დამატებით საინფორმაციო დაფებს განათავსებს და ზღვის სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე დამატებით დამცავ ღობეს მოაწყობს“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ.

მერიის ცნობით, მოქალაქეების უსაფრთოების დაცვის მიზნით დაგეგმილი დამატებითი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივლისში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ზღვაზე ტერიტორია მას შემდეგ შემოიღობა, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე 2017 წლის 3 ივლისს ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა.