საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტს 250 ნაგავშემკრები კონტეირი გადასცა.
მერიის ცნობით, ახალმა ურნებმა ქალაქ ბორჯომში ასევე დაბა წაღვერში, ახალდაბაში და ბაკურიანში ძველი ურნები ჩაანაცვლა.
“ძველი დაზიანებული ურნების ნაწილი კი შეკეთდა და ისინი სოფლებში გადანაწილდა.”, – აცხადებენ მერიაში.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონი 10 000 ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.