ნაძალადევის რაიონში, ჯავის ქუჩის სამ შესახვევში, ასევე, თიგიშვილის პირველ შესახვევში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ჯავის მე-2 და მე-3 შესახვევების ქანობიან მონაკვეთებზე ბეტონის საფარი მოეწყო, ძირითად ნაწილზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. გზა ასევე, მოასფალტდა ჯავისა და თიგიშვილის პირველ შესახვევებში. თიგიშვილის შესახვევში, გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო და გზის დამჭერი ორი საყრდენი კედელი აშენდა. „ქანობიანი რელიეფის გამო, გზის რეაბილიტაცია ჯავის მე-2...
ქუთაისში სამშენებლო კოეფიციენტი იცვლება. ქუთაისის მერიის, არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ზაზა ჩხიკვაძის განცხადებით, განაშენიანებისა და რეგულირების ახალი წესების შესაბამისად, ქალაქის ცენტრში  შეუსაბამოდ მაღალი შენობები ვეღარ აშენდება. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. "2004 წლიდან ქუთაისში სამშენებლო კოეფიციენტი ხელოვნურად არის გაზრდილი, ამიტომ მივიღეთ მაღალი შენობები, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში არ უნდა იყოს. ქალაქი უსახური შენობებისაგან რომ  გადავარჩინოთ,  მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მუშავდება რეგულაციები. ახალი წესები ასევე გულისხმობს ფუნქციური...
ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ღია საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველო", ზუგდიდის მერია და საკრებულოს და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. მოქალაქეთა ჩართულობის, ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით მუნიციპალიტეტში დანერგილ მექანიზმებზე მოხსენებები გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა არჩილ თოდუამ, ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟიამ და რადიო „ათინათის“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა სოფიო ხუბულავამ. ზუგდიდის მერმა ლაშა...
საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მუცოს აღდგენისა და რეაბილიტაციის პროექტი წელს დასრულდება. 2018 წელს სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა იგეგმება. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.  მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტი საქართველოს კულტურული მემკიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუს“) ფინანსური თანადგომით 2014 წლიდან ხორციელდება. გასულ...
წინა სტატია ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა. პირველი ივლისიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისის და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს იცავენ. თავდაპირველად ქვეითი პატრულ-ინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებდნენ შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე,...
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის კომპონენტში მიწის რეგისტრაციის ჩართვის შემდეგ მცირე შემცირება ფიქსირდება, თუმცა, განსაკუთრებული აცდენა არ ჩანს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. "იყო საუბარი, რომ აგროდაზღვევაში მიწის რეგისტრაციის თემა არ ჩაგვედო და გადაგვედო ეს საკითხი. მაგრამ ჩვენ ვართ პრინციპულები ამ საკითზე. მნიშვნელოვანია რომ მიწის რეგისტრაცია სვადასხვა წამახალისებელი მექანიზმით თუ მოთხოვნით დავასრულოთ. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ ეს კომპონენტი, რომელიც ლოგიკურია. იყო...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზა დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28-კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო. სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის...
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი. მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის...
გორში ახალი კინოდარბაზი გაიხსნება. როგორც გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის დირექტორი გიორგი წვერავა ამბობს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ახალი კინოდარბაზი თეატრის შენობაში ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მალე ერისთავის თეატრს და ქალაქ გორს შეემატება ახალი კინოდარბაზი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ 3D ფორმატით ისილონ თანამედროვე და ასევე კლასიკური კინოშედევრები", - ამბობს გიორგი წვერავა და სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტო-მასალასაც...
Forbes-მა "პლეხანოვი" მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ტრენდულ ადგილად დაასახელა. ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტმა დაწერა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. „2018 წელს შეიძლება საქართველოს წელი ვუწოდოთ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად იქცა”, – წერს ჟურნალი ჟურნალისტი. მისი თქმით, "პლეხანოვი" ბარსელონის, ამსტერდამსია და ათენის უბნებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველია. „ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს...
შპს“ ლომის მთა“ საკალმახე მეურნეობაა, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საკალმახე მეურნეობაში წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე. საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.
„ძველი ავტომობილების შემოყვანა აუცილებლად უნდა აიკრძალოს“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კონფერენციაზე „ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის შეფასება“ განაცხადა. კალაძის თქმით, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება შესაძლოა, მტკივნეული იყოს, თუმცა დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად სხვა გამოსავალი არ არსებობს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. ამასთან, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საკომიტეტო მოკვლევის ფარგლებში ახალ საკანონმდებლო ინიციატიავებზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის...
წინა სტატია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის დაახლოებით 4 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაასრულა. გზის ეს მონაკვეთი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. სამინისტროს ცნობით, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. გზის რეაბილიტაციაზე ჩართულები იყვნენ უცხოელი ექსპერტები გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან. უწყების ინფორმაციით, გზის სირთულიდან გამომდინარე, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინეს უსაფრთხოების ნორმები. გაკეთდა სპეციალური ბადეები, რომელიც აჩერებს დიდი...
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა მიწისქვეშა პარკინგის საკითხზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარკირების საკითხი ბოლო პერიოდში პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. „ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა და ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ საბიუჯეტი, მხოლოდ მუნიციპალური სახსრებით ამ პრობლემის წინაშე ბრძოლაში დედაქალაქი ვერ იქნება ეფექტური,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. მისივე ინფორმაციით,...
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 500 000 ლარით გაიზარდა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები საკრებულომ დღეს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. "აღნიშნული ცვლილებების თანახმად, წყლის სისტემის რეაბილიტაციის 73 200 ლარით გაიზარდა. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გაიზარდა 157 600 ლარით, საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 100 200 ლარი გამოიყო, გარეგანათებისათვის 70 500 ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის 114 400 ლარი, სპორტული მოედნებისა და დარბაზებისათვის...
მთავრობის კანცელარიამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს შენიშვნა 5 საკითხზე მისცა. "ჩვენ მივიღეთ შენიშვნები, რომელთა ჩასწორებისთვისაც გვქონდა ვადა. ჩვენ ამ ვადაში ჩავასწორეთ საჭირო დოკუმენტაცია და გავმართეთ ისინი ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მთავრობისგან შენიშვნა შემდეგ 5 ნორმატიულ აქტზე მიიღო: 1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის ნებართვასთან დაკავშირებით მომზადებული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ