დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 500 000 ლარით გაიზარდა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებები საკრებულომ დღეს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.
“აღნიშნული ცვლილებების თანახმად, წყლის სისტემის რეაბილიტაციის 73 200 ლარით გაიზარდა. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გაიზარდა 157 600 ლარით, საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 100 200 ლარი გამოიყო, გარეგანათებისათვის 70 500 ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის 114 400 ლარი, სპორტული მოედნებისა და დარბაზებისათვის კი 58 500 ლარი და სხვა. ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 500 000 ლარით გაიზარდა”, – ნათქვამია დედოფლისწყაროს საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.