Forbes-მა “პლეხანოვი” მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ტრენდულ ადგილად დაასახელა. ამის შესახებ გამოცემის ჟურნალისტმა დაწერა. ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
„2018 წელს შეიძლება საქართველოს წელი ვუწოდოთ. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ტურისტებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ადგილად იქცა”, – წერს ჟურნალი ჟურნალისტი. მისი თქმით, “პლეხანოვი” ბარსელონის, ამსტერდამსია და ათენის უბნებთან ერთად, მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველია.
„ეს არის ადგილი, სადაც ტრადიციულად მკვიდრი თბილისელები ცხოვრობენ და რომელიც ცნობილია ძველმოდური სახლებითა და სადარბაზოებით. ეს უბანი უფრო მიმზიდველი მას შემდეგ გახდა, რაც ამ უბნის მთავარი გამზირის, აღმაშენებლის რესტავრაცია დასრულდა და ძველი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე კი ჰოსტელი, კაფეები, ბარები და მაღაზიები გახსნეს. აქ ახალგაზრდა კრეატიული ადამიანები და ტურისტები იკრიბებიან და ღამით ცოცხალ მუსიკას უსმენენ”, – წერს Forbes-ი.
2016 წელს თბილისის მერიის დაფინანსებით აღმაშენებლის გამზირის ნაწილს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რისთვისაც 30 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, ასევე მიმდინარეობს გუდიაშვილისა და ორბელიანის მოედნების სრული რეაბილიტაცია-აღდგენა, რომლის ღირებულებაც 110 მილიონი ლარია.