მთავრობის კანცელარიამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს შენიშვნა 5 საკითხზე მისცა. “ჩვენ მივიღეთ შენიშვნები, რომელთა ჩასწორებისთვისაც გვქონდა ვადა. ჩვენ ამ ვადაში ჩავასწორეთ საჭირო დოკუმენტაცია და გავმართეთ ისინი ტექნიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით”, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძემ. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ მთავრობისგან შენიშვნა შემდეგ 5 ნორმატიულ აქტზე მიიღო:
1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გარე რეკლამის ნებართვასთან დაკავშირებით მომზადებული განკარგულების პროექტი.
2. გარე რეკლამის შემოღების საკითხის დადგენილების პროექტი.
3. გარევაჭრობის რეგულირების წესში ცვლილების შეტანის დადგენილების პროქტი.
4. უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ დადგენილების პროექტი.
5. გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტრანსპორტის პარკირების რეგულირებისა და საფასურის შესახებ მომზადებული ცვლილება.
ამ საკითხებთან დაკავშირებით, გორის საკრებულოში საგანგებოდ ჩაინიშნა რიგგარეშე სხდომა და აღნიშნული განკარგულების პროექტები სახეცვლილებით დამტკიცდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის გამოთვლით, 26 გვერდიან, 5 დახარვეზებული დოკუმენტის ატვირთვაში ბიუჯეტიდან, კიდევ 390 ლარამდე დაიხარჯება.
აღნიშნულ საკითხზე განმარტება საკრებულოს აპარატის უფროსმაც გააკეთა. ზაზა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, საკანონმდებლო მაცნესთან მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს დადებული, რომლის მიხედვითაც, 1-დან 11 გვერდამდე მასალის ატვირთვის შემთხვევაში, გვერდი 20 ლარი ღირს; 11-დან 50-მდე ატვირთვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი გვერდზე 15 ლარს იხდის, ხოლო 50-დან ზევით – 10 ლარს.