ლევან დავითაშვილი: მიწის რეგისტრაციის პროექტი სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმით უნდა დავასრულოთ

884

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აგროდაზღვევის კომპონენტში მიწის რეგისტრაციის ჩართვის შემდეგ მცირე შემცირება ფიქსირდება, თუმცა, განსაკუთრებული აცდენა არ ჩანს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს.

“იყო საუბარი, რომ აგროდაზღვევაში მიწის რეგისტრაციის თემა არ ჩაგვედო და გადაგვედო ეს საკითხი. მაგრამ ჩვენ ვართ პრინციპულები ამ საკითზე. მნიშვნელოვანია რომ მიწის რეგისტრაცია სვადასხვა წამახალისებელი მექანიზმით თუ მოთხოვნით დავასრულოთ. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ ეს კომპონენტი, რომელიც ლოგიკურია. იყო მოლოდინი, რომ საერთოდ გაჩერდებოდა პროექტი, თუმცა, ასე არ არის. დაახლოებით ინ ტენდენციას ვინარჩუნებთ, როგორც წინა წელს და ეს ბარიერად, როგორც ოპონენტები აცხადებდნენ, არ იქცა.

მცირე შემცირება შეიძლება ყოფილიყო. ეს მოლოდნი გვქონდა, მცირე შემცირება არის, მაგრამ ეს არ არის ამოვარდნილი. თუ საშუალო წლიურ სტატისტიკას გადავხედავთ, ამოვარდნა არ გვაქვს”, – აცხადებს დავითაშვილი.