ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ახალი საკალმახე მეურნეობა ამოქმედდა

868

შპს“ ლომის მთა“ საკალმახე მეურნეობაა, რომელიც „ერთიანი აგროპორექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საკალმახე მეურნეობაში წლიურად 30 ტონა თევზს აწარმოებენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება ადგილობრივ ბაზარზე.

საწარმო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 250,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 135,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს, ხოლო 115,000 აშშ დოლარი ბენეფიციარის საკუთარი ინვესტიციაა.