გორში ახალი კინოდარბაზი გაიხსნება

1295

გორში ახალი კინოდარბაზი გაიხსნება. როგორც გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრის დირექტორი გიორგი წვერავა ამბობს, შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია და ახალი კინოდარბაზი თეატრის შენობაში ფუნქციონირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მალე ერისთავის თეატრს და ქალაქ გორს შეემატება ახალი კინოდარბაზი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ 3D ფორმატით ისილონ თანამედროვე და ასევე კლასიკური კინოშედევრები”, – ამბობს გიორგი წვერავა და სოციალურ ქსელში შესაბამის ფოტო-მასალასაც აქვეყნებს.

მისივე ინფორმაციით, დარბაზი 60 მაყურებელზე იქნება გათვლილი.