საგამოძიებო სამსახურმა, თერჯოლის მერის წარმომადგენლის მიერ ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინა

660

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, იმერეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.