საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რის გამოც 2018 წლის 4 ივლისს ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა...
წინა სტატია 2018 წლის 3 იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება 38 199 სამგზავრო და სატვირთო სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, 858 სატრანსპორტო საშუალებას კი გადაადგილება აეკრძალა. ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცელებს. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შალვა ურიადმყოფელის თქმით, იმ სატრანსპორტო საშუალებებს შორის, რომლებსაც გზებზე გადაადგილება აეკრძალა და შეკეთებასაც კი არ ექვემდებარებიან, ყვითელი მიკროავტობუსებიც მოხვდა. „უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ტექნიკური ინსპექტირების შედეგებზე სტატისტიკურ მონაცემებს. მათ შორის არის ტრანსპორტი, რომელიც...
თბილისში, ერთ-ერთი კოპრუსის მცხოვრებმა დიმიტრი ტატიშვილმა საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებმა ცხელ დღეებში გაგრილება შეძლონ. ფოტოები ამავე უბანში მცხოვრებმა Facebook-ზე გაავრცელა.  
დღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და მერიის სხვადასხა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს. მოსახლეობის განცხადებით ზაფხულის დადგომასთან ერთად სასმელი წყლის სიმცირე, ხშირ შემთხვევაშიკი არ არსებობა შეინიშნება, აქვე დასძენენ, რომ ბოლო პერიოდში ელექტრო ენერგიის გათიშვა გახშირდა. სამუშაო შეხვედრაზე აღნიშნული საკითხების მოგვარების გზები განიხილეს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება, რომელიც მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 000 ლარად შეიძინა. ამ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტს უკვე ოთხი ნაგავმზიდი ემსახურება და ახალი მანქანების დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მყარი ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მაღალი გამავლობის ნაგავმზიდები 18-19 კბ.მ. ტევადობისაა და ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდების შესაძენად ტენდერი პირველ მარტს...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მენეჯმენტმა და ევროსაბჭოს კონგრესის გენერალურმა მდივანმა ანდრეას კიფერმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეები განიხილეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, მაია ცქიტიშვილმა გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ხაზი გაუსვა  თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რეფორმის ფარგლებში, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონების, მათ შორის მაღალმთიანი რეგიონების ეკონომიკური სიძლიერისა და მათ...
თიანეთის მუნიციპალიტეტს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისგან 50 ნაგვის შემკრები კონტეინერი გადაეცა. მათ შორის, 5 ნაგავშემკრები კონტეინერი დაბა სიონში განთავსდა, დანარჩენი კი საჭიროების შესაბამისად განაწილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. "დაბა თიანეთში კეთილომოწყობისა დასუფთავების სამსახურის მიერ ნაგვის გატანა ხორციელდება ყოველდღიურად, დაბა სიონში კი საჭიროების შემთხვევაში დღეში - ორჯერ", - აცხადებენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მცხეთის სოფელ ნატახტარში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაღის მშენებლობა 2017 წლის ივნისის თვეში დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ივლისს დასრულდება. მერიის ცნობით, ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული და 2 სართულისგან შედგება. თითოეულ სააღმზრდელო ჯგუფს აქვს სათამაშო ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო და სამრეცხაო. ბაღი 4 სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი და დაწესებულებაში ჯამში 120-150-მდე ბავშვი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. აღნიშნულ სამუშაოებსკომპანია შპს „სამება“ ახორციელებს. ამასთან, კომპანია...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზას საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს განახლებულ გარემოში ისწავლიან. სკოლის ორსართულიანი შენობა 240 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ამასთან, მერიის ინფორმაციით, ეზოში გათვალისწინებულია რეკრეაციული ზონების მოწყობა. შენობა დაპროექტებულია 12 სასწავლო ოთახზე. პირველი და მეორე სართული ერთმანეთის ანალოგიურია და თითოეულ სართულზე 6 საკლასო ოთახია. სკოლაში იფუნქციონირებს ექიმის კაბინეტი , რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. მშენებლობა დაიწყო 2017...
ბ. ახოსპირელის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მიწის სამუშაოების დროს, გვიანი შუა საუკუნეების მარანი – სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი გამოვლინდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული არქეოლოგიური მასალის პირველადი დამუშავება – კერამიკული ნაწარმის გაწმენდა და ფოტოგრაფირება. შემდგომ მოხდება ჩახაზვა და სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი ანალოგების მოძიება და მათთან შედარება. თითოეული ჭურჭლიდან საანალიზოდ აღებულია ძირზე არსებული მიწის ნიმუში, რაც...
პროგრამებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელოს მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს მიუსაფარ ცხოველთა თანამედროვე სტანდარტის თავშესაფრის ის პროექტები გააცნეს, რომელიც კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში აშენდება. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. პროგრამებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ლაშა გეგეჭკორის თქმით, კახეთში თანამედროვე სტანდარტების მქონე თავშესაფარი 1 მილიონ 240 ათასი ლარი ჯდება. სამცხე-ჯავახეთში კი 900 ათასზე მეტი. მისი წინასწარი გათვლებით, სამეგრელოში თავშესაფრის...
წინა სტატია ყინულის მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვაზე ზუგდიდის მერიამ ტენდერი ისევ გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად ამჯერადაც 407 ათას 830 ლარია. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. დაგეგმილი სამუშაოები გულისხმობს ყინულის მოედნის ანძური განათების და გაყინვის სისტემის მოწყობას. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოებზე საგარანტიო ვადა 3 წელია. ამავე პირობებით ტენდერი ივნისშიც გამოცხადდა, თუმცა ვერ შედგა. ყინულის სახლის რეკონსტრუქციისთვის ზუგდიდის საკრებულო 387 ათას 453 ლარის გამოყოფას 1 ივნისის სხდომაზე დაუჭირა მხარი .
ახალციხის აგრარულ ბაზარში მოქმედი სასაკლაო დაკლული საქონლის სისხლს მდინარე ფოცხოვში უშვებს. ეს ამ სასაკლაოს გამო გარემოს დაბინძურების პირველი შემთხვევა არაა. სასაკლაო მდინარე ფოცხოვის ნაპირზეა. შენობიდან კი სპეციალური მილია გაყვანილი, რომლითაც წყალში საქონლის სისხლი მიედინება. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. სასაკლაო ორი წელია ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივები ამბობენ, როცა აქ პირუტყვი იკლვება, სისხლი ყოველთვის მდინარეში მიედინება. მომხდარის შესწავლა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციის საფუძველზე გარემოსდაცივითი ზედამხედველობის...
მოქალაქეებმა რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ინტერნეტმანიფესტი მოამზადეს, რომლის ადრესატიც თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. “ამ ბოლო დროს ქ. თბილისში გახშირდა ცნობილი ადამიანების საპატივცემულოდ ძეგლების დადგმა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ ცნობილი კომპოზიტორის, თბილისის ჰიმნის ავტორის ძეგლის დადგმა დღემდე “ვერ” მოხერხდა.. მოვითხოვოთ ქ. თბილისში, ამ დიდი ადამიანის და მოქალაქის, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას მისთვის შესაფერის ადგილზე!” – წერია მანიფესტში.
კასპში, ე.წ. ქეჩარუხის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია და გადამკვეთ ქუჩებზე (სამება, ქვათახევი, მეტეხი) საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. "ქუჩაზე სამი მრავალსართულიანი კორპუსია განთავსებული და შესაბამისად ბევრი მაცხოვრებელია. ათეული წლების წინ გაკეთებული სისტემა უკვე განახლებას საჭიროებდა", - აცხადებენ კასპის მუნციპალიტეტის მერიაში. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება 317 229 ლარია. სამუშაოებს შპს “B&B” ახორციელებს.
საკურორტო სოფელ ბოშურში სასმელი წყლის ავზი დაზიანებულია. 24-ტონიან რეზერვუარში დაგროვებული წყალი ნაწილობრივ იღვრება. ავზში ბუნებრივი წყლები გროვდება და შემდეგ მოსახლეობამდე თვითდინებით მიდის. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. ,,ფაქტობრივად, მოსახლეობამდე მხოლოდ ნახევარი წყალი მიდის, ნახევარი იღვრება. ეს საკმაოდ მოძველებული ავზია და მის გამოცვლას აპირებს მერია" - ამბობს კახა თინიკაშვილი, წარმომადგენელი გორის საკრებულოში. გორის მერიაში აცხადებენ, რომ ახალ ავზს უახლოეს დღეებში შეიძენენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ