დაბა სიონში დამატებით 5 ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა

797

თიანეთის მუნიციპალიტეტს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისგან 50 ნაგვის შემკრები კონტეინერი გადაეცა.

მათ შორის, 5 ნაგავშემკრები კონტეინერი დაბა სიონში განთავსდა, დანარჩენი კი საჭიროების შესაბამისად განაწილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

“დაბა თიანეთში კეთილომოწყობისა დასუფთავების სამსახურის მიერ ნაგვის გატანა ხორციელდება ყოველდღიურად, დაბა სიონში კი საჭიროების შემთხვევაში დღეში – ორჯერ”, – აცხადებენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.