თბილისში რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას ითხოვენ

1466

მოქალაქეებმა რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმის მოთხოვნით ინტერნეტმანიფესტი მოამზადეს, რომლის ადრესატიც თბილისის საკრებულო, თბილისის მერია და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.

“ამ ბოლო დროს ქ. თბილისში გახშირდა ცნობილი ადამიანების საპატივცემულოდ ძეგლების დადგმა, რაც ძალიან მისასალმებელია, მაგრამ სამწუხაროდ ცნობილი კომპოზიტორის, თბილისის ჰიმნის ავტორის ძეგლის დადგმა დღემდე “ვერ” მოხერხდა..

მოვითხოვოთ ქ. თბილისში, ამ დიდი ადამიანის და მოქალაქის, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ძეგლის დადგმას მისთვის შესაფერის ადგილზე!” – წერია მანიფესტში.