კასპში, ე.წ. ქეჩარუხის დასახლებაში, საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

1023

კასპში, ე.წ. ქეჩარუხის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია და გადამკვეთ ქუჩებზე (სამება, ქვათახევი, მეტეხი) საკანალიზაციო ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

“ქუჩაზე სამი მრავალსართულიანი კორპუსია განთავსებული და შესაბამისად ბევრი მაცხოვრებელია. ათეული წლების წინ გაკეთებული სისტემა უკვე განახლებას საჭიროებდა”, – აცხადებენ კასპის მუნციპალიტეტის მერიაში.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და კასპის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, პროექტის ღირებულება 317 229 ლარია. სამუშაოებს შპს “B&B” ახორციელებს.