რიკოთის გვირაბში 4 ივლისს, ღამის საათებში, მოძრაობა შეიზღუდება

779

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება.

კერძოდ, ჰაერის გამწოვი ვენტილატორების ავტომატური მართვის სისტემის დასარეგულირებლად და მისი გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რის გამოც 2018 წლის 4 ივლისს ღამის 01:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.