ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხების, სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოები, რომელიც დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხის 4 კილომეტრიან წყალგამყვან მონაკვეთს უტარდება, სოფელ ნატანების 640 ჰექტარ მიწის ფართობს ჭარბწყლიანობისგან დაიცავს. პროექტი ასევე ითვალიწინებს მერეკრძელა-კაპროვანის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეკონსტრუქციას და სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას. რეაბილიტირდება მერეკრძელა-კაპროვანის მასივის დამშრობი სისტემის ჰიდროტექნიკური ნაგებობები...
ზუგდიდის ქუჩების დასახელებებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების შესყიდვასა და მონტაჟზე ტენდერი გამოცხადდა, ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, პირველ ეტაპზე აბრები ქალაქის ცენტრალური მნიშვნელობის მქონე გამზირისა და ქუჩებისთვის დამზადდება. ესენია - ზვიად გამსახურდიას გამზირი, რუსთაველის, თავისუფლების და ბერიას ქუჩები.
„ეს ხელს შეუწყობს ქალაქში შემოსულ ვიზიტორთა გადაადგილებას. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა ქუჩების აბრების დამზადებაც“, - განმარტეს მერიაში.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 754 ლარია. წინადადებების...
ქარელში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე დევნილთა დასახლებაში, მინისტადიონის რეაბილიტაცია დასრულდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მინისტადიონის რეაბილიტაციის ფარგლებში შემოიღობა სტადიონი და მოეწყო მოედანი და ტრიბუნა.
აღნიშნული პროექტისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 757ლარი გამოიყო. სამუშაოები შპს "თურმანიძე 777" შეასრულა.
რეაბილიტირებული მინი სტადიონი ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ დაბრუნდაშვილმა დაათვალიერეს.
ახალციხის საკრებულოში შექმნილმა გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018–2022 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. საბჭომ გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისთვის და მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით უნდა იმუშაოს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ძირითადად მოსახლეობასთან შეხვედრები იქნება. გავაცნობთ თუ რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის და შევეცდებით მათი ცნობიერების ამაღლებას გენდერული კუთხით,“ – ამბობს ახალციხის საკრებულოს, ასევე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ამატებს, რომ „ყველა ვინც გენდერულ...
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, თბილისში თამარ მეფის გამზირზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხი მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით გაზომეს.
სადგური აპრილიდან ამოქმედდა და მისი საშუალებით თბილისის რამდენიმე წერტილში ჰაერი უკვე მუდმივად იზომება.
ავტომატური სადგურით შესაძლებელია დაბინძურების მიზეზების დადგენაც.
გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენეტის უფროსის მარინა არაბიძემ "ქრონიკის" ეთერში განაცხადა რომ თამარ მეფის გამზირზე ჰაერში აზოტის დიოქსიდი ნორმას 1.3-ჯერ აღემატება. არაბიძის თქმით, მხოლოდ აზოტის დიოქსიდია ნორმაზე მეტი, დანარჩენი მაჩვენებლები...
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ორი კვარტლის მონაცემებით, მერიას თავისი გამგეობებით ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები აქვს. მონაცემები საზოგადოებას კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააცნო.
"მინდა საზოგადოებას მოვახსენო მუნიციპალიტეტის, როგორც ცენტრალური აპარატის, ისე გამგეობების ორი კვარტლის მუშაობის მონაცემები. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებლები, ძირითადად კეთილმოწყობის და გზების მოვლა - შეკეთების მიმართულებით. ეს ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ამ მონაცემებზე დაყრდნობით,...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებს. როგორც საზოგაოდებრივი მაუწყებელი წერს, აჭარის მთავრობაში 12:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.
მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის...
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში თვითნებურად მოწყობილი კაფეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძის თქმით, მერია თვითნებურად მოწყობილ კაფეებს არ დაუშვებს და მეპატრონეებს საკითხის მოგვარებისკენ მოუწოდებს.
"მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ დედაქალაქის იერსახის შენარჩუნების მიზნით, მერიის ზედამხედველობის სამსახური ახორციელებს იმ ობიექტების შემოწმებას, რომლებსაც თვითნებურად აქვთ განთავსებული ღია ტიპის კაფე-ბარები. ზედამხედველობის სამსახური მოუწოდებს მათ, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია და...
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძის თქმით, მშენებლობა 5 ივლისს დაიწყება და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
"როცა წინასაარჩევნოდ შეხვედრა მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, მათ დავპირდი, რომ გლდანში განვახორციელებდით პარკის პროექტს. იქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრი. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და...
თბილისის მთარობა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დღეს დაამტკიცებს. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
“დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მიიღებს ოპტიმალურ გენერალურ გეგმას, რომელიც ქალაქს განვითარების სწორ რელსებზე დააყენებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.
“სითი ინსტიტუტ საქართველომ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიას მაისში წარუდგინა.
27 მარტს გენგეგმა ოპოზიციის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სასტუმრო “ბილტმორში” გააცნეს. შეხვედრა ხმაურისა...
"რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამაში გამოცხადებული რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის 13 კოოპერაციული საწარმო აშენდება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ თხის ყველის წარმოებას გეგმავს.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში გაერთიანებულ 280-ზე მეტ მეპაიეს, შესაძლებლობა ეძლევა სტანდარტების დაცვით აწარმოონ რძის პროდუქტები.
უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემა სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი...
სამტრედიის გომის თემში, მდინარე კაპიტონაზე, გასულ ზამთარში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდები შენდება ასევე სოფელ კორმაღალში. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კორმაღალში მცხოვრები ნუნუ ჩიტეიშვილის თქმით, 12 წელია საავტომობილო გზას მოწყვეტილია. მისი ოჯახი აქამდე მხოლოდ საფეხმავლო ხიდით სარგებლობდა, რომელსაც რამდენიმე დღეში რკინა–ბეტონის მყარი კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.
ხიდების აღდგენითი სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია...
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს კონსტიტუციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები განიხილა. ინფორმაციას პარლამენტის ვებგვერდი ავრცელებს.
ცვლილება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შედის, რომლის მიხედვითაც ტერმინი „სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი“ იცვლება ტერმინით „სახელმწიფო რწმუნებული“.
ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სახმელეთო ჯარები შეიცვალა ტერმინით „საქართველოს თავდაცვის ძალები“.
კანონპროექტები დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა გააცნო. კომიტეტმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირა, საკითხი მხარდასაჭერად...
თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალზე გზის საფარის აღდგენითი სამუშაო დასრულების ეტაპზეა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტურისტული სეზონისთვის, ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზა სრულად შეკეთდა. დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოხდა გზის ორმოული შეკეთება, მოწესრიგდა დაზიანებული ბორდიურები და საგზაო ნიშნები. ამ ეტაპზე კი გრძელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
"სამუშაოს დასრულების შემდეგ, ავტოტრანსპორტის მოძრაობის მხრივ, ყველაზე მაღალი ინტენსივობის, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალით (აღმოსავლეთიდან-დასავლეთ საქართველოს მიმართულებით და პირიქით) საკურორტო და რეკრეაციულ ზონებამდე მისვლა...
ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში, მომრგვალო ფორმის დიდი ზომის მინერალები იპოვეს, რომელიც ხობის მერიის ცნობით, არის კონკრეციები და სეპტარიები. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მინერალი ხობის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ აღმოაჩინა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მათი შესწავლა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ რა სახის მინერალთან გვაქვს საქმე.
მერიის ცნობით, იმ ადგილებში სადაც კონკრეციები იპოვეს, ხდება...
თბილისის სატრანსპორტო კომპანია იწყებს გენდერული, ანუ თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის დანერგვას, რაც გულისხმობს კომპანიაში ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მუშაობა ხელსაყრელი და მისაწვდომი იქნება, როგორც მამაკაცების, ასევე, ქალებისათვის. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.
"ამით გვსურს, მოწინავეები გავხდეთ და პირველებმა დავნერგოთ ქალებისთვის თანაბარი შესაძლებლობები სატრანსპორტო სფეროში, რომელიც, ტრადიციულად, მამაკაცებით დომინირებულ სფეროდაა მიჩნეული", - აღნიშნავენ კომპანიაში.
პროექტის ფარგლებში გადაისინჯება კომპანიის შიდა პოლიტიკა და პროცედურები, რათა კომპანიაში დასაქმება...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































