სამტრედიის გომის თემში, მდინარე კაპიტონაზე, გასულ ზამთარში, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდები შენდება ასევე სოფელ კორმაღალში. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კორმაღალში მცხოვრები ნუნუ ჩიტეიშვილის თქმით, 12 წელია საავტომობილო გზას მოწყვეტილია. მისი ოჯახი აქამდე მხოლოდ საფეხმავლო ხიდით სარგებლობდა, რომელსაც რამდენიმე დღეში რკინა–ბეტონის მყარი კონსტრუქცია ჩაანაცვლებს.
ხიდების აღდგენითი სამუშაოები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ევროტექნიკსი” ასრულებს.