თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გლდანში ახალი პარკის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა.
კალაძის თქმით, მშენებლობა 5 ივლისს დაიწყება და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.
“როცა წინასაარჩევნოდ შეხვედრა მქონდა გლდანის მოსახლეობასთან, მათ დავპირდი, რომ გლდანში განვახორციელებდით პარკის პროექტს. იქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, დაახლოებით 13 000 კვადრატული მეტრი. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ. ტენდერი უკვე გამოცხადდა, ხელშეკრულება გაფორმებულია და ხვალ ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, სასეირნო სივრცე, სათამაშო მოედნები, ბილიკები და ა.შ. პროექტები 4 თვის განმავლობაში დასრულდება. მე- 6 მიკრორაიონში 4 თვეში ულამაზესი პარკი იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.