აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობას ტოვებს. როგორც საზოგაოდებრივი მაუწყებელი წერს, აჭარის მთავრობაში 12:00 საათზე ბრიფინგი დაინიშნა, რომელზეც ზურაბ პატარაძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ზურაბ პატარაძის გადადგომის შემთხვევაში, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც.
მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს აირჩიეს.